აბიტურიენტები, რომლებმაც უმაღლესი ქულა აიღეს ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფიაში

Studyprogrammes.ge გთავაზობთ 2021 წლის ყველაზე მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტების კომენტარებს, რომლებმაც ბიოლოგიაში, ქიმიასა და გეოგრაფიაში მაქსიმალური ქულები აიღეს.
თაკო ზავრაშვილი, 18 წლის, გურჯაანის რაიონი სოფ.ბაკურციხეფოტოს გახსნა
60 ქულა ავიღე. 1 წელი ვემზადებოდი და ველოდი ასეთ შედეგს. სტომატოლოგიაზე ვაბარებ. ყველაზე მაგარი გრძნობაა, როცა მაქსიმუმს დებ და შემდეგ შრომა გიფასდება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოჯახის წევრები გავახარე.
ფოტოს გახსნა
მარიამ ჯიქურაშვილი, 18 წლის, თელავის რაიონი სოფელი სანიორე
ბიოლოგიაში 70-დან 67 ქულა ავიღე, ხოლო ქიმიაში – 63-დან 60. ორივე საგანში ორ-ორი წელი ვემზადებოდი. მაღალ ქულებს, თავისთავად, ველოდი. მედიცინაზე ვაბარებ, მომალში კარდიოქირურგის პროფესიის არჩევას ვაპირებ. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, ერთიანად მომაწვა ბედნიერების ტალღა. პირველი, ვისაც ქულები შევატყობინე, მშობლები იყვნენ. იმედი მაქვს, მოლოდინებს მომავალშიც გავამართლებ.
ნინო ბითაძე, 17 წლის, თბილისიფოტოს გახსნა
დავამთავრე პირველი კლასიკური გიმნაზია. ბიოლოგიაში ავიღე 68 ქულა. ოქტომბერში დავიწყე მომზადება. როგორც კი გამოცდიდან გამოვედი უკვე ვიცოდი რა ქულას მივიღებდი. ავირჩიე ყველაზე საინტერესო და საპასუხისმგებლო სფერო-მედიცინა, დიდი მიზნები მაქვს, რისთვისაც ბევრს ვიშრომებ. შედეგები ჩემს დასთან ერთად ვნახე და ძალიან გამიხარდა. პირველი ემოციები ჩემს მეგობრებს გავუზიარე.
გიორგი ქირია, 18 წლის, ზუგდიდიფოტოს გახსნა
55/60 ავიღე. ნახევარი წელი – იანვრიდან ვემზადებოდი. ველოდი ასეთ შედეგს. წინასწარ მქონდა ჩამოწერილი სავარაუდო ქულები და გეოგრაფიის პროგნოზი ზუსტად დაემთხვა შედეგს. საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდა ჩაბარება. მიუხედავად იმისა, რომ ველოდი ასეთ ქულას, მაინც მოულოდნელი იყო ახალ გაღვიძებულზე ამის ნახვა საოცარი გრძნობა იყო, სიხარულის და სიამაყის განცდა. პირველი, მგონი, ბებოს ვუთხარი და გადავეხვიე.
ელენე ფოლადიშვილი, 17 წლის , თბილისიდანფოტოს გახსნა
60 ქულ ავიღე 63 დან. მხოლოდ ბოლო წელი ვემზადებოდი, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩემს პირველ მასწავლებელს ლიკა მებუკეს და სკოლის დირექტორს ქბ. ლინა ხარაზიშვილს , რომლებმაც ძალიან შემაყვარეს ქიმია. დიახ , ველოდებოდი , რადგან დიდი შრომა ჩავდე ჩემს რეპეტიტორთან მარინა გაბელიასთან ერთად. უდიდესი ბედნიერებაა , როდესაც შრომა გიფასდება . დანარჩენ საგნებშიც მაღალი ქულები მაქვს და იმედია გავხდები თსსუს მედიცინის სტუდენტი.
გიორგი ჯოხაძე, 18 წლის, ქალაქ გორიდანფოტოს გახსნა
ქიმიაში ავიღე 63 ქულა. ქიმია ჩემი საყვარელი საგანი გახდა სკოლის პირველივე გაკვეთილიდან. მე პირადად სრულ ქულას ველოდი და მოლოდინი გამიმართლდა კიდეც. მომავლისთვის არჩეული მაქვს ექიმობა, კერძოდ ნეიროქირურგია. ამ ქულის გაგებას, რა თქმა უნდა, თან ახლდა დიდი ემოცია. ჩემი სიხარული პირველად ჩემს მშობლებს გავუზიარე. პ.ს. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ქიმიის რეპეტიტორს, მარიამ ჭყოიძეს, გაწეული შრომისთვის და სკოლის ქიმიის პედაგოგს, დიანა ტატუნაშვილს.
ლევან ელიაური, 18 წლის, გორიფოტოს გახსნა
დიდი ხანია მიყვარს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები განსაკუთრებით ქიმია, კონკრეტულად ეროვნული გამოცდებისთვის 1 წელი ვემზადებოდი , ვმონაწილეობდი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და დავიკავე მე 4 ადგილი, რამაც განსაკუთრებული გამოცდილება შემძინა და ამ ყველაფრის წყალობით კი ეროვნულ გამოცდებზე მივიღე უმაღლესი შეფასება. გამოცდის დასრულებისთანავე მასწავლებელთან გადავამოწმე პასუხები და ველოდი უმაღლეს შეფასებას. სურვილი მაქვს გავხდე ექიმი. მართალია ველოდი უმაღლეს შეფასებას, მაგრამ სასურველი შედეგის გაგებამ, მაინც ძალიან გამახარა. შედეგები პირველად, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს და შემდეგ მასწავლებლებსა და მეგობრებს შევატყობინე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვისაც ჩემს წარმატებაში წვლილი მიუძღვის მათ შორის ჩემს მასწავლებლებს მარიამ ჭყოიძესა და დიანა ტატუნაშვილს.
ღლიკერია-ილიანა კიკნაძე, 19წლის, ხაშურიფოტოს გახსნა
ავიღე 61 ქულა ქიმიაში. ვემზადებოდი წელიწადი და ოთხი-ხუთი თვე. ველოდებოდი ასეთ შედეგს. პროფესიად არჩეული მაქვს ზოგადი ქირურგია. ძალიან ბედნიერი ვიყავი. უპირველესად, გავაგებინე მშობლებს, ოჯახის წევრებსა და რა თქმა უნდა, ჩემს რეპეტიტორებს.
გიორგი გიორგაძე, 18 წლის, გორიფოტოს გახსნა
გეოგრაფიაში ავიღე 52 ქულა, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი ქულაა, რადგან 50 ქულაზე მაღალი ქულა 100%-იანი გრანტისთვის არის საკმარისი, ამასთანავე ისტორიაში 59 ავიღე 60-დან, ინგლისურში 78/80,ხოლო ქართულში 64/70.ბოლო 1 წლის განმავლობაში ინტენსიურად ვემზადებოდი და ჩემი დროის უდიდეს ნაწილს სწორედ სწავლას ვუთმობდი. ვსწავლობდი გორის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში და უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი სკოლის, რომელმაც შემაყვარა სწავლა და მასწავლა, რომ სწავლის დაფასებისთვის ყოველთვის კენწერომდე მისვლა არაა საჭირო. მადლიერი ვარ ჩემი ისტორიის მასწავლებლების, ქეთინო ნონიკაშვილი და ლეილა ჯანაშვილის, ამ ადამიანებმა უდიდესი შრომა ჩადეს ჩემში. იანა ემანულიძე, ჩემი დამრიგებელი, ჩემთვის მისაბაძი ადამიანია იმ კუთხით, რომ ის ყოველთვის ყველა პროექტში „გვაძალებდა“ პოზიტიური გაგებით მონაწილეობას, მისი დამსახურებაა, რომ მე ვარ ეტალონის გამარჯვებული და მონაწილეობა მიმიღია მრავალ გაცვლით პროგრამაში. სიმართლეს ვიტყვი, რომ დიახ, რადგან მთელი წელი ამისთვის დაუღალავად ვშრომობდი და მთელს ენერგიას ვდებდი მიზნის მისაღწევად. ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, უფრო მეტი შემეძლო, მაგრამ ვთვლი, რომ მიზანს მაინც მივაღწიე. ჯავახიშვილის საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაპირებ სწავლას, მინდა ჩემი სფერო დიპლომატიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დავუკავშირო. უცნაური გრძნობა იყო და გაურკვეველი, პირველი ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რადგან მათი ქულებიც მაინტერესებდა. თავიდან გააზრება რთულია, რომ ის ქულა მიიღე ან მიახლოებული მაინც იმ ქულასთან, რაც გინდოდა. საბოლოო ჯამში, ამაზე უკეთესი შეგრძნება, როდესაც გიფასდება შრობა, არ არსებობს. მომავალ აბიტურიენტებსაც ვეტყოდი, რომ მიზნის მისაღწევად არაფერი დაეზაროთ. შეიძლება, ერთ დღეს არაფერი უნდოდეთ, მაგრამ მთავარია, რომ არ დანებდნენ და კვლავ გააგრძელონ სვლა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც მიიყვანს სასურველ ადგილამდე.
მაია წულაია, 18 წლის, მარტვილიფოტოს გახსნა
60 ქულა ავიღე. არ მოვმზადებულვარ, თავიდანვე გამიტაცა ქიმიამ და ჩემით დამოუკიდებლად ვსწავლობდი, ვკითხულობდი უამრავ დამატებით მასალებს მაგალითად, როგორიცაა ბატონი ელზბარ ელიზბარაშვილის, ქეთევან კუპატაძის სტატიებს სხვადასხვა თემებზე. ასევე ვიძიებდი საგანმანათლებლო ინფორმაციებს, დაინტერესებული ვიყავი პროფესორ ქიმიკოსთა ასოციაციის გვერდით სადაც უამრავი მაღალი ხარისხის მასალა იწერებოდა,(რისთვისაც მადლობას ვუხდი პროფესორ ქიმიკოსთა ასოციაციის გუნდის თითოეულ წევრს) ვმონაწილეობდი წარმატებით სასკოლო ოლიმპიადაში რამდენჯერმე. წელს ფართო მასშტაბით აბიტურიენტებსაც ვამზადებდი, რომლებმაც საკმაოდ კარგი ქულებიც აიღეს და ძალიან კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა მაქსიმსლურსაც ველოდი. რეაქცია რომელიც დავწერე არაპროგრამული იყო და გული ძალიან დამწყდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მიხარია. ჯერ-ჯერობით ვფიქრობ პლასტიკურ ქირურგიაზე 5.მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, იმდენად დიდი შრომა,ენერგია და რესურსი ჩავდე .რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც მცირეოდენი წვრილი შეიტანა ამ ყველაფერში. მადლობა ზაკო სანიკიძეს, თათა გაჩეჩილაძეს და დარეჯან ჭილაძეს. იმისთვის, რომ მაქსიმალური თუ ვერა მაღალი ქულა მაინც ავიღე,რაც თქვენი დახმარებით და გულშემატკივრობით შევძელი.
გიორგი პაპულაშვილი 17 წლის, თბილისიდანფოტოს გახსნა
ბიოლოგიის გამოცდაში 70-დან 67 ქულა ავიღე, რითაც კმაყოფილი ვარ, იმის გათვალისწინებით, რომ რეპეტიტორთან არ ვემზადებოდი. ბიოლოგიით 2 წლის წინ დავინტერესდი, როცა ეროვნულ ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა და მას შემდეგ ინტენსიურად ვმეცადინეობდი. წელს საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, მწვრთნელებისგან მიღებული ცოდნა და ოლიმპიადების გამოცდილება დამეხმარა ამ შედეგის მიღწევაში. ინგლისურში მაქსიმალური 80 ქულა ავიღე, ქართულში კი 66/70 ქულის აღება შევძელი. ზუსტი პროფესია ჯერ კიდევ არ მაქვს არჩეული, თუმცა ჩემს თავს ბიოტექნოლოგიისა და გრაფიკული დიზაინის სფეროში ვხედავ. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში საკუთარ თავთან იმუშავონ, რეპეტიტორთან მომზადება კი ყოველთვის არაა მაღალი ქულის გარანტია.
მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ