აბიტურიენტები, რომლებმაც უმაღლესი ქულა აიღეს ისტორიაში

2021 წლის 5 აგვისტოს „ნაეკ“-მა ისტორიის ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა, გთავაზობთ უმაღლესი ქულის მქონე აბიტურიენტების კომენტარებს, თუ რამდენ ხანს ემზადებოდნენ, რა პროფესია სურთ მომავალში, რა გრძნობა დაეუფლათ როდესაც შესანიშნავი ქულის შესახებ გაიგეს და რას ურჩევენ მომავალ აბიტურიენტებს მსგავსი წარმატების მისაღწევად იხილეთ სტატიაში.

 

 

გიორგი ბრეგვაძე, 18 წლის, თბილისიფოტოს გახსნა

ისტორიაში ავიღე 59 ქულა. ვემზადებოდი 1 წლის განმავლობაში. აქვე მინდა განვაცხადო, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყე მეცადინეობა, შესაბამისად, 1 წელი სრულებით საკმარისია მაღალი შედეგის მისაღწევად. მთავარია მონდომება და შრომისმოყვარეობა. ველოდი შედეგს, რადგან მთელი წლის განმავლობაში ჩემი დრო, ენერგია და დიდი ძალისხმევა ჩავდე საგამოცდო სამზადისში. მიყვარს საზოგადოებასთან ურთიერთობა, საინტერესო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება და ადამიანების პოზიტიური ენერგიით დამუხტვა. ბავშვობიდან ჟურნალისტიკაზე ვფიქრობ, თუმცა ჩემი მომავალი პროფესია ამით არ შემოიფარგლება, რადგან საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ვაგრძელებ სწავლას. ემოციების ტალღებქვეშ ტორტმანს ვერ აღვწერ, ამიტომაც, გეტყვით, რომ დაუვიწყარი განცდა იყო. თითქოს სამყაროში ყველაფერი გაჩერდა და დასახული მიზნის რეალობად ქცევა მომილოცა. მიღებული ქულის შესახებ პირველმა დედამ შეიტყო და ისე ჩამეხუტა, ნეკნები ახლაც მტკივა. არასდროს მოუსმინოთ თქვენს გონებაში არსებულ ხმას, რომელიც გეუბნებათ, რომ საკმარისი არ ხართ. თქვენი ლიმიტები მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წარმოსახვის ნაყოფია. არ შეუშინდეთ გამოწვევებს, ზემოდან მოექეცით ტალღებს და აუცილებლად მიაღწევთ ნაპირს.

 

 

ანი სიმონიშვილი, 17 წლისფოტოს გახსნა

ავიღე 56 ქულა, ვემზადებოდი 2 წელი. უფრო მაღალ შედეგს ველოდები, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა. ვაპირებ სამართალზე ჩავაბარო. თავიდან შემეშალა და ორი ქულით მომატებული ქულა ვნახე და ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მერე დავაკვირდი და მივხვდი რომ 56 ავიღე, არც მერე მიგრძვნია იმედგაცრუება. ძალიან ბედნიერი ვიყავი რადგან ისტორიაში მაღალ ქულას ველოდებოდი და იმედები გამიმართლდა, მთელ ოჯახს გვიხაროდა და ერთად აღვნიშნავდით ჩემს ბედნიერებას. მომავალ აბიტურიენტებს ისტორიასთან დაკავშირებით ვურჩევ, რომ ეს საგანი მხოლოდ ჩასაბარებლად არ ისწავლონ. რაც ვისწავლე იმის ნაწილიც ვერ გამოვავლინე გამოცდაში, ამიტომ გირჩევთ, რომ ისტორიას სხვა თვალით შეხედოთ. ისტორია მხოლოდ ციფრები არაა, როგორც ამბობენ სხვები, მისი შესწავლით ძალიან დიდ ცოდნას შეიძენთ და ცხოვრებაშიც ძალიან გამოგადგებათ.

 

დიანა ცინცაძე, 18 წლის, ბათუმიდანფოტოს გახსნა

56 ქულა ავიღე ისტორიაში, რაც 9 თვიანი მომზადების შედეგი იყო. როცა თავდაუზოგავად შრომობ მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, ამბიციებიც გაქვს შედეგთან მიმართებით და მსგავსი მოლოდინიც მქონდა. ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე, რადგან ესაა პროფესია, რომელშიც ვხედავ საკუთარ თავს სამომავლოდ. თავიდან ქულის გასაგებად პროგრამაში შესვლა გამიჭირდა, ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა შედეგით განცდილმა სიხარულმა ყველაფერი გადაფარა. პირველი ვისაც ამის შესახებ ვუთხარი, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, რომელთანაც ვიზიარებდი ყოველი ქულის გაგების შემდეგ განცდილ ემოციებს. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, მაქსიმალური შრომისმოყვარეობით მიუდგნენ მეცადინეობის პროცესს, რადგან უმთავრესად სწორედ ესაა, რაც საუკეთესო შედეგებს გვიქადის. თვეების განმავლობაში მეცადინეობით დაღლილობის „სინდრომი“ შეიძლება დაგემართოთ, თუმცა შედეგით ტკბობა ნამდვილად ღირს ყოველ გათენებულ ღამედ.

 

ნინი გაგიშვილი,17 წლის, გორიდანფოტოს გახსნა

ისტორიაში ავიღე 60 დან 60 . ვემზადებოდი ბოლო ერთი წელი. მაღალი ქულის იმედი მქონდა, მაგრამ მაქსიმალურს არ ველოდი. ვაპირებ საერთაშორისო სამართალზე ჩაბარებას. მეგობრებთან ერთად მომიწია ნახვაა და სრული შოკი მქონდა, არ მჯეროდა. ძალიან ემოციური მომენტი იყო. ჩემმა კლასელმა ნახა და მან მითხრა.

 

 

ცოტნე ბარბაქაძე, 18 წლის, თბილისიფოტოს გახსნა

ავიღე 57, ვემზადებოდი 10 თვე, დედაჩემი მამზადებდა, კი ველოდი დაახლოებით ამდენს, პროფესია ზუსტად არ ვიცი, ქულის გაგება გამიხარდა და პირველი მშობლებს ვუთხარი.

 

 

ამინა ხანგოშვილი, პანკისიდანფოტოს გახსნა

ისტორიაში ავიღე 58/60, ვაბარებ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. ისტორიის შემთხვევაშიც სახლში ვემზადებოდი. თავიდან აბიტურიენტობის პერიოდში ისტორიული საკითხის ახსნის ძიების პროცესში ვიყავი, ამ დროს ერთი ქართველი სტუდენტი გოგო გამომეხმაურა, თინა ლობჟანიძე, აქედან ისე გავუგეთ ერთმანეთს, რომ ბოლომდე გამომყვა. ის გოგო აღმოჩნდა უბრალოდ სასწაული ადამიანი და მსოფლიოში საუკეთესო მასწავლებელი, მოკლედ ერთად უდიდესი შრომა ჩავდეთ ამ შედეგში. აი უბრალოდ მასალის ცოდნა გამიგია, მაგრამ ყველა დეტალი უკვე ზეპირად ვიცოდით, იმდენჯერ ,,გადაღეჭილი,, , რომ წიგნს თავისით ვყვებოდი, ამ მილიონჯერ გადამეორებიდან პარაგრაფების ნომრები და გვერდებიც კი შემომეზეპირება. მოკლედ სასწაული გამოცდილება იყო ჩემთვის ეს წელი ისტორიაზე მუშაობა. ბევრიც ახალი აღმოვაჩინე, დავაფასე ისტორიის მნიშვნელობა და ბევრ მოვლენას სხვა კუთხით შევხედე, ძალიან საინტერესო, შემეცნებითი მოგზაურობა იყო დროში, უამრავი ისტორიული ფიგურა გავაცოცხლეთ და ბევრი ისტორიულ მოვლენას მოდერნულ სამყაროში ინსცენირებას ვუკეთებდით და ამ ყველაფერზე თან ვხალისობდით. პირველად, რა თქმა უნდა, თინას დავურეკე, ის უბრალოდ გადაირია, ბოლო ხმაზე კიოდა, თან თვითონ გამოცდიდან ახლად გამოსული იყო. უსაზღვრო ემოციები იყო. გიჟური ცხოვრების წესი და არაადამიანური გრაფიკიც კი ამ ემოციებისთვის ღირდა.

 

გიორგი კავთელაძე, 17 წლის ,თბილისიფოტოს გახსნა

ავიღე 54 ქულა ისტორიაში, ვემზადებოდი 10 თვე და ამ ქულას ველოდი, გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ უკვე ვიცოდი ჩემი შეცდომები, მომავლის პროფესია, ეკოლოგი. კარგი შეგრძნება იყო გამიხარდა, პირველი ისტორიის ჯგუფში დაირეკა და იქ გავუზიარეთ შედ3გები ერთმანეთს.

 

გვანცა ნუცუბიძე, 18 წლის, თბილისიფოტოს გახსნა

ავიღე 56 ქულა. 1 წლის განმავლობაში ვემზადებოდი. მსგავს შედეგს ველოდი ჩემი და პროფესიონალი მასწავლებლის საერთო შრომის ხარჯზე. ვაბარებ პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, რომელიც მომცემს საშუალებას გავხდე საჯარო პირი და ჩემი სათქმელი ფართო აუდიტორიებისთვის გახდეს ცნობილი. ჩემ მიერ დაგროვებული ცოდნა მაქსიმალურად მოხმარდება ქვეყნის მომავალს. ისტორიის ქულის გაგება დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. როდესაც ქულა დავინახე, უდიდესი სიამაყისა და ბედნიერების გრძნობა დამეუფლა. პირველად, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს ვუთხარი. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ძალიან კარგად დაფიქრდნენ პროფესიის არჩევისას, არჩეულ საგნებზე და სიზარმაცე დაივიწყონ.

 

თეკლა ჩიხრაძე, 18 წლის, თბილისიფოტოს გახსნა

56/60 ავიღე. ვემზადებოდი თითქმის ათი თვე. იმედი მქონდა მაღალი ქულის. საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატიის განხრით ვაპირებ წასვლას. ძალიან გამიხარდა და მეგობარს ვუთხარი პირველად. რჩევით ნაკლებად, მაგრამ გამძლეობას და წარმატებებს ვუსურვებ მომავალ აბიტურიენტებს.

 

 

მარიამ მურვანიძე, 18 წლის, წყალტუბოფოტოს გახსნა

60/60 ავიღე. ვემზადებოდი ერთი წელი, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რადგან მყარი საფუძველი მქონდა. სკოლაში ისტორია ძალიან მიყვარდა და ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი. ველოდი, რომ მაღალი ქულა მექნებოდა, თუმცა ტესტი საკმაოდ რთული იყო და ბოლომდე დარწმუნებული, რომ 60 ქულას ავიღებდი, ნამდვილად არ ვიყავი. საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მინდა გავაგრძელო სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არ ველოდი ისტორიის ქულებს. ვიცოდი, რომ უნარების შედეგები დაიდო და მის შესამოწმებლად შევედი, მაგრამ ისტორიის ქულის დანახვის შემდეგ უნარები არც გამხსენებია. პირველად დედას ვუთხარი. ისიც მაღალ შედეგს ვარაუდობდა, მაგრამ მაქსიმალური ქულა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ეს პერიოდი რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოიყენონ. ისტორიაში საკმაოდ დიდი მასალაა, ამიტომ გავლილი თემების გამეორება მნიშვნელოვანია. ახლის სწავლის შემდეგ აუცილებელია ძველს მოუბრუნდნენ და ლოგიკურად დაუკავშირონ ისტორიული მოვლენები ერთმანეთს. კონკრეტული ფაქტების ცოდნასთან ერთად საჭიროა მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.

 

მარიამ ბარამაძე, 18წლის, ზესტაფონიფოტოს გახსნა

ქართულში ავიღე 66ქულა,გერმანულში73, ისტორიაში56.მეთერთმეტე კლასიდან ვემზადებოდი საუკეთესო მასწავლებლებთან. ვიცოდი, რომ მაღალი ქულები უნდა ამეღო, მაგრამ მაინც დიდი შიში მქონდა. ვაბარებ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ენით აღუწერელი გრძნობაა, როცა გვერდს ხსნი და შენთვის საოცნებო ქულას ხედავ. ვფიქრობ, ეს ბედნიერება ყველამ უნდა გამოცადოს. არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება და სიხარული. პირველი, რა თქმა უნდა, დედას ვახარე. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ყველაფერი გვერდზე გადადონ და თავდაუზოგავად იშრომონ. აუცილებლად დაუფასდებათ ყველა გათენებული ღამე. რაც მთავარია, ნაკლებად ინერვიულონ! წარმატებებს ვუსურვებ ყველა მშრომელ და მონდომებულ აბიტურიენტს!

 

ეთუკა გოგიაშვილი, 17 წლის, გორის მუნიციპალიტეტიფოტოს გახსნა

ისტორიაში მაქსიმალური 60 ქულიდან ავიღე 59 ქულა. ისტორია ბავშვობიდანვე ჩემი საყვარელი საგანი იყო და მას სკოლაში განსაკუთრებული გულმოდგინებით ვსწავლობდი, ხოლო უშუალოდ მოსამზადებლად მე-12 კლასში მივედი ქეთევან ნონიკაშვილთან, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ჩემი ასეთი კარგი შედეგი მისმა თავდაუზოგავმა შრომამაც განაპირობა. მაღალ ქულას ველოდი, თუმცა ასეთსაც არა და ცოტა გაკვირვებულიც კი ვიყავი. ვაპირებ, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე განვაგრძო სწავლა. ქულის დანახვისას, რა თქმა უნდა, ბედნიერი და გახარებული ვიყავი და ეს ჩემი წარმატება, პირველ რიგში, ოჯახის წევრებს გავუზიარე. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ სწავლას, ხოლო გამოცდის წინ არ ინერვიულონ და თავდაჯერებულები იყვნენ.

 

დიტო ბელქანი, 18 წლის, ზუგდიდი, სოფ. ნაცატუფოტოს გახსნა

57 ავიღე. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ბოლო 1 წელი რეპეტიტორი მყავდა. არ ველოდი, რადგან უსამართლოდ დამაკლეს 3 ქულა ისტორიაში. ჟურნალისტიკა მაქვს არჩეული. როგორც აღვნიშნე ისტორიაში მაქსიმუმს ველოდი, თუმცა ეს ქულაც ნამდვილად სასიხარულო იყო, ამიტომ პირველად დედას, შემდეგ კი მასწავლებელს ვახარე. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ თავდაუზოგავად შრომას, რადგან ამის გარეშე ძნელია მიაღწიო დასახულ მიზანს.

 

გიორგი ქირია, 18 წლის, ზუგდიდიფოტოს გახსნა

ავიღე 57/60. ერთი წელი ინტენსიურად ვემზადებოდი. არ ველოდი ასეთ შედეგს, გამოანგარიშებულიც კი მქონდა, რომ 52-ს მივიღებდი სადღაც და უცებ ეს შედეგი რო დაიდო, გავგიჟდი, ჭკუაზე არ ვიყავი. საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდა ჩაბარება და ვნახოთ, რა ვიქნები მომავალში. თავიდან ვერ დავიჯერე, შემდეგ გააზრებასთან ერთად, ძალიან გავბედნიერდი და მიხაროდა, რომ შრომა დამიფასდა. პირველი ბებიებს (ჩემს ორ ბებიას). აბიტურიენტებს ვურჩევ იშრომონ, მაგრამ ინტერესით იშრომონ. იკვლიონ და თავისით ეცადონ გამოსავლის პოვნას. რაღაც მიზანი დაისახეთ, თუ რისთვის სწავლობთ და რისთვის აკეთებთ ამას. როცა მიზანი გაქვს და თან ინტერესი, ყველაფერი მარტივდება.

 

ბებეფოტოს გახსნა

აღებული ქულები ქართული 68, ინგლისური  76, ისტორია 57. ამ შედეგებს ველოდებოდი, რათქმაუნდა, მაგრამ ისტორიაში უფრო მეტს. სამართალმცოდნეობის განხრით ვაპირებ წასვლას. როდესაც ქულები გავიგე ისეთი ბედნიერი ვიყავი სიტყვებით ვერ აგიღწერთ, პირველ რიგში დედას გავაგებინე. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რაც უკეთესად ისწავლიან და მოემზადებიან მით უფრო გაუადვილდებათ ცხოვრება.

 

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ