აბიტურიენტები, რომლებმაც უმაღლესი ქულა აიღეს ლიტერატურასა და უნარებში

Studyprogrammes.ge გთავაზობთ 2021 წლის ყველაზე მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტების კომენტარებს, რომლებმაც ლიტერატურასა და უნარებში მაქსიმალური ქულები აიღეს.

 

ნათია ბარაბაძე, ხონი, სკოლა – ხონის N3 საჯარო სკოლაფოტოს გახსნა

ლიტერატურის გამოცდაზე 63 ქულა მივიღე. ამ საგანში 2 თვის განმავლობაში ვემზადებოდი. ეს შედეგი ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, საოცარი ნინო უგრეხელიძის, დამსახურებაა. 10 თვის განმავლობაში იმდენად საფუძვლიანად შემასწავლა ქართული ლიტერატურა, რამდენადაც 2 თვე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რათა ეს ქულა მიმეღო. ლიტერატურის გამოცდა საოცრად სასიამოვნო იყო ჩემთვის. შესანიშნავი გრძნობა იყო ის, რომ 4საათის განმავლობაში დიდებულ ლიტერატურულ ,,მორევში “ვიყავი. გამოცდიდან გამოსვლისთანავე ვთქვი, რომ რა ქულაც არ უნდა მიმეღო, უბედნიერესი ვიყავი და ვიქნებოდი კიდევაც, რადგან შევიგრძენი ის სიდიადე, რომელიც ნაწარმოებთა კორიანტელს მოსდევდა. ვწერდი და მახსენდებოდა თითოეული შეგონება, რომლებიც ნინო მასწავლებლის დამსახურებით მქონდა ,,ჩანერგილი“ საკუთარ ქვეცნობიერში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოულოდნელი სიხარულით აღმავსო იმ წუთებმა, წამებმა, რომელთა განმავლობაშიც ლიტერატურის 63 ქულა დავინახე. მთელი სულითა და გულით მსურს, რომ იურისტი გავხდე. ეს ჩემი საოცნებო პროფესიაა, რომელიც წლების წინ ავირჩიე. დიახ ! ბავშვობიდან მქონდა ეს ოცნება, რომელიც უმნიშვნელოვანეს მიზნად მექცა ! ლიტერატურის ქულის დანახვა ძალიან გამიხარდა. ისეთივე გრძნობა დამეუფლა, როგორიც მაშინ, როცა ქართული ენისა და ლიტერატურის 70 ქულა დავინახე . პირველად ჩემს ნინო მასწავლებელს შევატყობინე, სხვაგვარად ვერც კი წარმომედგინა. სწორედ ამ შესანიშნავი ადამიანის თითოეულმა გაკვეთილმა შემაყვარა ლიტერატურა და გამაცნო მისი არსი. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი იმას, რომ მაქსიმალურად მობილიზდნენ თითოეულ საგანზე, რომელსაც აირჩევენ ჩასაბარებლად. ვფიქრობ, თუკი აბიტურიენტი ლიტერატურატურას აირჩევს, მთელი არსებით უნდა შეიგრძნოს მისი გამორჩეულობა . მან ეს საკუთარი სულით უნდა ატაროს, რათა პიროვნულ ,,მეში“ უამრავი მარცვალი აღმოაცენოს, რომლებსაც გამოცდაზე გააღვივებს.

 

 

ნინო გოგიტიძე, 17 წლის, თბილისიფოტოს გახსნა

61 ქულა ავიღე ლიტერატურაში. დიდად არც მოვმზადებულვარ, ორი-სამი გაკვეთილი ჩავატარეთ მე და ქართულის მასწავლებელმა; ესეთ შედეგს კი ნამდვილად არ ველოდი; მომავალ პროფესიად არჩეული მაქვს ქართული ფილოლოგია; ძალიან გამიხარდა, დედას ვუთხარი პირველ რიგში; ალბათ ეს ბანალური რჩევაა, მაგრამ მინდა მომავალ აბიტურიენტებს ვურჩიო, არ შეეშინდეთ, არ დაკომპლექსდნენ რაიმის არ ცოდნაზე. რადგან წლის დასაწყისში თითქმის არავინ არაფერი იცის. კარგი იქნება თუ ჩანაწერებს გააკეთებენ და ხშირად გაიაზრებენ, რადგან მე ეს ძალიან დამეხმარა. პირველ რიგში საკუთარი თავის უნდა გჯეროდეთ, სხვა დანარჩენი ეტაპობრივად განვითარდება, წარმატებები.

 

იოანე მესხი, 17 წლის, თბილისიფოტოს გახსნა

66 ქულა ავიღე ლიტერატურაში. ერთი წელი ვემზადებოდი ქართულში, თუმცა ლიტერატურის ჩაბარება გამოცდამდე 4 თვით ადრე გადავწყვიტე. მაქსიმალურად ვეცადე, ბევრი მემეცადინა გამოცდამდე და მსგავს შედეგს ველოდი. იურისტი მსურს გავხდე. შედეგის გაგებამდე მაინც ვნერვიულობდი, ქულის ნახვამ კი ძალიან გამახარა და მაშინვე ოჯახის წევრებს ვუთხარი. ჩემი რჩევა იქნება, რომ ქართულსა და ლიტერატურაში მაღალი ქულების აღების მსურველებმა ბევრი იკითხონ, გამოცდების წინა პერიოდში და გამოცდების მსვლელობისას კი თავი შეიკავონ ნერვიულობისგან, რათა საკუთარი ცოდნის მაქსიმალირად რეალიზება შეძლონ.

 

სალომე წნორიაშვილი, 18 წლის, მელაანიდანფოტოს გახსნა

57 ქულა ავიღე. ბოლო ერთი წელი ვემზადებოდი და, რა თქმა უნდა, არ ველოდი ასეთ შედეგს, რადგან ლიტერატურა უფრო რთულ საგნად ითვლება, ვიდრე ნებისმიერი სხვა საგანი. რომ არა ძალიან კარგი, თავისი საქმის პროფესიონალი და კომპეტენტური რეპეტიტორი, რომელიც ყოველთვის მხარში მედგა და მოტივაციას მიმაღლებდა, ასეთი შედეგი არ მექნებოდა. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, იურისტობა მინდა, რადგან, ვფიქრობ, ეს პროფესია ყველაზე მეტად შემეფერება. პირველ რიგში, ვარ სამართლიანობის დამცველი და მეორე იმიტომ, რომ მსურს სამყაროში ადამიანები თავს დაჩაგრულად არ გრძნობდნენ. ყველა იმსახურებს ბედნიერებას და სამართლიან, სტერეოტიპებისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებას. ძალიან მოულოდნელი იყო ამ ქულის აღება და, რასაკვირველია, უზომოდ გამიხარდა. პირველად დედას და მასწავლებელს ვუთხარი. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ არ გადაიღალონ თავი და გამოცდის წინა დღეებში არ დაიტვირთონ, თორემ შემდეგში გაუჭირდებათ გამოცდაზე კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრირება და ცოდნის რეალიზება. მინდა ყველა აბიტურიენტს ულევი წარმატება ვუსურვო და ახსოვდეთ, რომ ორიენტირებულები იყვნენ ცოდნის შეძენაზე და არა იმაზე, რომ მხოლოდ ქულები დააგროვონ. სწავლა ერთგვარი ბერკეტია მსოფლიოს უკეთესობისაკენ შესაცვლელად. სწორად გადაანაწილეთ თქვენი პრიორიტეტები და ყველაფერი კარგად იქნება.

 

მარიამ ჩხიკვაძე 18 წლის თბილისი

ლიტერატურაში ავიღე 66 ქულა. 1წლის განმავლობაში ქართული ენისა და ლიტერატურის პარალელურად ვემზადებოდი ლიტერატურის გამოცდისთვისაც. გამოცდიდან საკმაოდ კმაყოფილი გამოვედი. საამრთალზე ვაბარებ, თუმცა კონკრეტულად რა განხრით ვიმუშავებ ჯერჯერობით არ გადამიწყვიტავს. ძალიან გამეხარდა და დედაჩემს გავძახე გვერდით ოთახში შემდეგ დებს, მასწავლებელს, მეგობრებს და ა.შ. არ შეეშინდეთ ლიტერატურის გამოცდის იმის გამო რომ დეტალები უნდა გახსოვდეს და იზეპირო ყველაფერი უბრალოდ ყურადღებით ისწავლონ ტექსტები და არ გაუჭირდებათ, ტყუილა არ ღირს ნერვიულობად.

 

ნოდარ კვიწინაძე, 17 წლის, გორიდანშეიძლება იყოს 1 ადამიანი და მომღიმარი-(ი)ს გამოსახულება

66 ქულა ავიღე და ვფიქრობ საკმაოდ ნორმალური შედეგია იმის გათვალისწინებით რომ მხოლოდ 1 წელი ვემზადებოდი, არც დიდი გამოცდილება მქონდა ამ საგანში. მიუხედავად ამისა გაცილებით მაღალ ქულას ველოდი, რადგან წინასაგამოცდო პერიოდში უმეტეს შემთხვევაში ამ ქულაზე ბევრად კარგ შედეგს ვდებდი. პროფესია ზუსტად არ მაქვს არჩეული, სწავლის გაგრძელებას ვაპირებ თსუ-ს სამართლის ფაკულტეტზე. შედეგების გაგებამდე ძალიან ვნერვიულობდი, ისიც მოულოდნელი იყო, რომ უნარებისა და ისტორიის შედეგები ერთად დაიდო. თუმცა ქულების გაგების შემდეგ ძალიან გახარებული ვიყავი, განსაკუთრებით ისტორიის შედეგით, სადაც 59 ქულა ავიღე. ამ ორი საგნის ქულების ჩემ შემდეგ პირველად გაგების პატივი მამას ერგო. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ მიუხედავად დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების, პანდემიისა და მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორისა თავიანთი მიზნებისთვის ბრძოლისუნარიანობა და მოტივაცია არ დაკარგონ, რადგან უმაღლესი შედეგებითა და ქულებით ტკბობა უდიდესი სიამოვნებაა.

 

ღლიკერია-ილიანა კიკნაძე, 19წლის, ხაშურიფოტოს გახსნა

ქართულში ავიღე 66 ქულა 70-დან. ვემზადებოდი ორი წელი. სიმართლე გითხრათ არ ველოდი მაქსიმალურთან ასე მიახლოებულ ქულას, რადგან გამოცდაზე ვნერვიულობდი და საკმაოდ დაძაბულიც ვწერდი. მიუხედავად წინასწარი ემოციური მომზადებისა. ვფიქრობ ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა იმაზე ფიქრმა თუ როგორ გავუმკლავდებოდი უშუალოდ გამოცდაზე არსებულ სირთულეებს. სამომავლოდ არჩეული მაქვს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა. ძალიან დიდი მიზნები მაქვს და მათ მედიცინის ფაკულტეტის საშუალებით განვახორციელებ. ძალიან ბედნიერი ვიყავი. უპირველესად, გავაგებინე ოჯახის წევრებს, რომლებიც ჩემთან ერთად გამოცდიდან უსასრულო მოლოდინით გამოწვეულ ღელვასა და ფორიაქს. ინგლისურისა და ბიოლოგიის მეგობრებად. ქცეულმა რეპეტიტორებმა პასუხების დადებიდან სულ რაღაც ხუთ წუთში დამირეკეს და ეს უდიდესი სიხარული გაიზიარეს. ბოლომდე ჩემს გვერდში იდგნენ და განუწყვეტლივ მამხნევებდნენ. დიდი მადლობა ჩემს ინგა და ნანა მასწავლებლებს ამ სითბოსა და თანადგომისთვის. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ არ დანებდნენ და ბრძოლა გააგრძელონ საკუთარი მიზნებისთვის. ჩემი ქართულის რეპეტიტორი დარეჯან გაჩეჩილაძე, ხშირად გვარიგებდა და გვეუბნებოდა, რომ შრომა ყოველთვის ფასდება. ნამდვილად ასეა! მომავალო აბიტურიენტები იშრომეთ.

 

მერი  სილაქაძე, ქუთაისი

ლიტერატურის ტესტში ჩემ მიერ აღფოტოს გახსნაებული ქულაა 65. თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ ამჟამად მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ და წელს ვაპირებ პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარებას, ამიტომაც, გადავწყვიტე ლიტერატურის ჩაბარება. ამჯერად რეპეტიტორებთან არც ერთი საგნისთვის არ მივლია და დამოუკიდებლად დაახლოებით 4 თვის განმავლობაში ვმეცადინეობდი. მსგავს შედეგს არ ველოდი, რადგან ვიაზრებდი, რომ დამოუკიდებლად მეცადინეობის დროს ძალიან ძნელია საკუთარი თავის ადეკვატურად შეფასება მოცემულ საგანში. ქულის დანახვისას შვება ვიგრძენი და ძალიან გამიხარდა, ჩემი სიხარული კი პირველად ჩემს მეგობრებს გავუზიარე.  მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ გაითავისონ ის ფაქტი, რომ რეპეტიტორებთან მომზადება ეროვნულებისთვის სრულიად მისაღებია, თუმცა ეროვნული გამოცდების წარმატებით გადალახვისათვის აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობების მკაცრად შეფასება და ნერვიულობის დაძლევა, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც სწორედ ნერვიულობის ფონი ყრის წყალში ჩვენს ხანგძლივ შრომასა და ძალისხმევას.

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ