“აგვისტოში ვიმუშავებთ პედაგოგების აცრაზე” – გაბუნიას თქმით, სწავლა კლასებში განახლდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სექტემბრიდან სასკოლო პროცესი კლასებში განახლდება და აგვისტოს თვეში პედაგოგების ვაქცინაციაზე იმუშავებენ. ამ თემაზე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

“სასკოლო გარემო ახალ სასწავლო წელს უსაფრთხოდ უნდა შეხვდეს. ანუ ჩვენ აგვისტოს თვეში ვიმშავებთ, რომ პედაგოგიური და სხვა პერსონალის ვაქცინაცია იყოს სრული”. – თქვა მან.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლიდა, 20 ადამიანი კი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 8 286 ადამიანი აიცრა. ჩატარდა 38 945 ტესტი.