ადაბტაცია ახალ სასწავლო გარემოში და დაძლევის სტრატეგიები

ადამიანები მთელი ცხოვრების განმალობაში, დიდ ცვლილებებს განიცდიან, ჩვენ ვიზრდებით, ვვითარდებით და ვირგებთ სხვადასხა სოციალურ როლს, ჩვენს ცხოვრებაში მრავალი გარდამტეხი მომენტია, ერთ-ერთი ასეთი მომენტი, სკოლიდან უნივერსიტეტში გადასვლაა. პირველკურსელთათვის ეს შესაძლებლობების და გამოწვეების ფართე გზაა, მაგრამ ყოველი ახალი გარემო საჭიროებს ადაპტაციას. ევოლუციური თეორიის პირობებში ადაპტაცია არის ბიოლოგიური მექანიზმი, რომლითაც ორგანიზმები ახდენენ ახალ გარემოში განვითარებას.

ზოგიერთი სტუდენტი კარგად ერგება უნივერსიტეტის გარემოს, ზოგი გადასვლას ცდილობს ,ზოგი კი საერთოდ ტოვებს სწავლას, ეს იმიტომ რომ ადამიანები ადაპტაციის დროს განიცდიან სტრესს, რომელიც ინდივიდუალურად ზემოქმედებს მათზე , რაც სვადასხვა ფაქტორებითა გამოწვეული. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მიერ, ამავე უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებზე ჩატარებულ კვლევებში რესპოდენტთა 12% (n=20) თვლის რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი სტრესორია სტუდენტობასთან დაკავშირებული დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაა, ხოლო 7% (n=11) – საცხოვრებელი ადგილის შეცვლას მიიჩნევს მნიშვნელოვან სტრესორად.[1]

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სტუდენტთა 60%-ს აღენიშნება სტრესის მაღალი მაჩვენებელი (Markrides, 1988), ფსიქიკური სტრესი შეგვიძლია გავიგოთ როგორც, გარემოდან მიღებული გამოწვევებისა და მათ         დასაძლევად არსებული რესურსების ურთიერთ შეუსაბამობა, რასაც შემდგომში ისეთი ემოციები ახლავს თან როგორიცაა, შიში, დათრგუნულობა, უსუსურობის შგრძნება და ა.შ რაც რათქმაუნდა ზეგავლენას ახდენს აკადემიურ მოსწრებასა და სწავლის ხარისხზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერესი მაღალია რადგან სწორედ პირველი კურსი ახდენს სტუდენტის შემდგომ განვითარებაზე გავლენას,ეს გარდამტეხი მომენტია ადამიანის ცხოვრებაში, სწორედ საწყის ეტაპზე წარმოქმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის ეფექტურობა განსაზღვრავს სტუდენტის, შემდგომ, როგორც სპეციალისტის ჩამოყალიბებას, მის სოციალური წრეს, სამომავლო განწყობებსა და წარმატებისა თუ წარუმატებლობის გამოცდილების ჩამოყალიბებას, რომელიც მის სამომავლო მოქმედებებზე იქონიებს გავლენას.

 

ავტორი: მარიამ უდესიანი