ბავშვთა დაცვის დღის ყველაზე ორიგინალური მილოცვა უნივერსიტეტებისგან

1 ივნისი განსაკუთრებული დღესასწაულია ყველა ბავშვისთვის. აღნიშნული თარიღის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის, რაშიც სხვადასხვა ინსტიტუციების როლი უმნიშვნელოვანესია. ბავშვობის პერიოდიდან იწყება ოცნება მომავალ კარიერაზე და წარმატებაზე. ბავშვობისდროინდელი ფანტაზიები, თამაშები და ოცნებები მნიშვნელოვანი საყრდენია პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისას.

ბავშვის უფლებათა კონვენციის მიხედვით ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი, სანამ 18 წლის გახდება. შესაბამისად უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ნამდვილად სამიზნე აუდიტორიაზე ვსაუბრობთ. studyprogrammes.ge-ს გუნდი დაინტერესდა როგორ ულოცავდნენ და რა აქტივობებს სთავაზომდნენ წელს უნივერსიტეტები მომავალ სტუდენტებს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით და აღმოვაჩინეთ, რომ უნივერსიტეტების 60%-ს ამ დღის მილოცვა დაავიწყდა ან საჭიროდ არ ჩათვალა.

მხოლოდ რამდენიმე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას და კოლეჯს ვებ-გვერდზე, Facebook და INSTAGRAM გვერდებზე განთაბსებული ქონდათ პოსტერი მცირე მისალოცი ტექსტით.

ძებნის შედეგად შევარჩიეთ 2 საუკეთესო მილოცვა:

 

May be an image of text

“პანდემიურმა რეალობამ გვაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოზარდისთვის თანაბარი პირობების შექმნა სწავლის, განვითარების, ციფრულ სამყაროსთან და ტექნოლოგიებთან წვდომის საკითხებში.
📌 სამწუხაროდ, 2020 წელს ვირტუალური სწავლების რეჟიმზე გადასვლამ, კიდევ უფრო მწვავედ დააყენა აღნიშნული პრობლემა. დღეს, საქართველოში 78 000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა.
🎯უნივერსიტეტმა “ალტერბრიჯმა” გადაწყვიტა შეუერთდეს პროექტს #ჩართე და დააფინანსოს რამდენიმე უფროსკლასელის ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი.
ვთვლით, რომ საუკეთესო რამ, რაც 1-ლი ივნისის დღესასწაულზე შეიძლება გავაკეთოთ სწავლისა და სოციალური უთანასწორობის დაძლევის ხელშეწყობაა.” – ვკითხულობთ “ალტერბრიჯის” Facebook გვერზე.

ფავორიტი მილოცვის ავტორები:

და ჩვენი ფავორიტი მილოცვა “გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტს” ეკუთვნის, რომელმაც ყველაზე თბილი და ემოციის გამომწვევი ვიდეო რგოლი მოამზადა. “ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენი ოცნებები რეალობად იქცეს” – ამ სლოგანით გვაჩვენეს, რომ იზრებენ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების ოცნებები მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით და რომ უნივერსიტეტის სწორედ ის სივრცეა, რომელსაც მათი რეალობად ქცევა შეუძლია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტმა საკმაოდ ბევრი კურსდამთავრებული გაგვაცნო, რომლებსაც თავიანთ სფეროში სწავლის დასრულებიდან სულ მალე საკმოდ წარმატებული კარიერა აქვთ.

იხილეთ გურამთ თავართქილაძის უნივერსიტეტის მისალოცი ვიდეო: https://youtu.be/0kK_kG0kWuY

 

studyprogrammes.ge

Tags: , ,