გაიცანით ადიგენის მოსწავლე, რომელმაც რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ინტელექტ ჩემპიონატი მოიგო

მარიამ ხარშილაძე X კლასის მოსწავლეა ადიგენიდან, რომელიც 18 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ გამარჯვებული გახდა. მარიამი აქტიურად არის ჩართული არაფორმალური განათლების მიმართულებით აქტივობებში, მონაწილეობდა ONLINE განათლების ფორუმში #სწორიარჩევანი და ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდაა. ჩვენ დავინტერესდით სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მისი მოსაზრებით:

“ეტალონში გამარჯვებას ნამდვილად არ მოველოდი, არ მქონდა არასდროს წარმოდგენილი რომ ადიგენის ეტალონი მოსწავლე როდესმე გავხდებოდი.კითხვაზე 30 წამში უნდა გამეცა პასუხი და ძალიან ვნერვიულობდი,კითხვა არ გამნულებოდა და ხელცარიელი არ დავრჩენილიყავი.საბოლოოდ ავიღე დიდი ქულა რასაც ნამდვილად არ მოველოდი.ბედნიერება იყო ეს ჩემთვის და დღესაც შოკში ვარ.

ადიგენში ახალგაზრდების ყოველდღიურობა

ადიგენი პატარა რეგიონია მე მის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობ.მომწონს ადიგენში ცხოვრება,ეს ჩემი მხარეა სადაც დავიბადე და ვიზრდები 💕. ადიგენის ახალგაზრდები შრომისმოყვარეეები და მიზანდასახულები არიან.რეგიონში ცხოვრობენ წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები.რეგიონში არის რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაცია სადაც აქტიურად არიან ჩართული. ასევე სპორტული ღონისძიებებიც საკმაოდ ხშირად ტარდება ადიგენში. 4)ჩემი მომავალი პროფესია ისტორიის მასწავლებელია.მიყვარს სწავლა,განსაკუთრებით ისტორიის და ასევე პროფესია,მასწავლებელიც ძალიან მომწონს.

სწავლა

მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ჩემი სკოლა ყველანაირად ცდილობს მოსწავლეებს დაეხმაროს და ისინი წარმატებულები და განათლებული პიროვნებები ჩამოყალიბდნენ.ჩემი სკოლის მიდგომა სწავლის მიმართ არის უმაღლესი,უმაღლეს და ძალიან კარგ,პროფესიონალ მასწავლებლებთან ერთად.ზოგადად კარგს ვერაფერს ვიტყვი საქართველოს განათლების სისტემაზეე, კიდე გვინდა რაღაც რა. დამატებით რეპეტირორებთან არ ვემზადები. ვფიქრობ არ მჭირდება, რადგან მივყვები სკოლის პროგრამას და საუკეთესო მასწავლებლები მყავს.

სკოლის დამთავრების შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო უმაღლესი სასწავლებელის დასრულების შემდეგ,აუცილებლად ვიმუშავებ ჩემი პროფესიით. ასევე პირად ცხოვრებასაც მივხედავ.

დისტანციურად როდესაც დამეწყო სწავლება ვიყავი მეცხრე კლასში და მხოლოდ მეორე სემესტრი ნახევარი მომიწია დისტანციურად სწავლა. ეს წელი ძალიან ცოტა ხანს ვიყავი დისტანციურად. მე არ გამჭირვებია დისტანციურად სწავლა,იმიტომ რომ მე ეს მჭირდებოდა და აუცილებლად უნდა მესწავლა, მაგრამ მე მესმის იმ მოსწავლეების და არა მარტო მოსწავლეების ვინებიც ვერ აკეთებდნენ ვერაფერს დისტანციურად და ეს ყველაფერი ტანჯვა იყო მათთვის. ვფიქრობ,რომ მომავი წელი აღარ იქნება დისტანციურად და ახალგაზრდები ჩვეულებრივ ცხოვრების სტილს დაუბრუნდებიან.

არაფორმალური განათლება ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩართული ვარ და ვიყავი ბევრ ორგანიზაციაში სადაც ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების შესახებ ცნობებს აცნობენ. ამჟამად გაწევრიანებული ვარ ახალგაზრდულ კლუბ “C.A.N.D.Y.”-ში. ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს ყველაფერი ადიგენის რაიონშიაა.

 

ონლაინ განათლების ფორუმი ჩემი აზრით ახალგაზრდებს ეხმარებათ პროფესიის სწორად არჩევაში,ასევე უნივერსიტეტის არჩევაში,რაც მართლაც,რომ ძალიან მნიშვნელოვანია.თუ ცხოვრებაში სწორად აირჩევ პროფესიას რაც შენზე ნამდვილად მორგებულია და გიყვარს ,მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნები.

ამ პლატფორმაზე (studyprogrammes.ge) ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ცნობები თავსდება, რაც ძალიან კარგია ჩემი თანატოლებისათვის და არა მარტო, სხვა ადამიანებისთვისაც. ვფიქრობ, რომ თვითონ უნდა გადმოვიდნენ ნახავენ ყველაფერს.

studyprogrammes.ge გუნდი

Tags: , ,