გაიცანით, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ევროპის სასკოლო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, ქართველი გოგონა ლილე ქორიძე

გაიცანით, 19 წლის ლილე ქორიძე თბილისიდან, ჭადრაკის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ევროპის სასკოლო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ლილე ჩვენთან საუბრობს, ჭადრაკის თამაშის მნიშვნელობაზე, მის ამჟამინდელ საქმიანობაზე, წარმატებებზე, ის გვიყვება თუ რატომ ჭადრაკი და რა ბენეფიტები მოჰყვება მის თამაშს, სტატიაში ასევე იხილავთ, თუ რას გეგმავს ლილე სამომავლოდ, გაეცანით, ძალიან საინტერესო სტატიას  მოჭადრაკე გოგონაზე.

1.გამარჯობა ლილე შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენს და თქვენს საქმიანობაზე?

გამარჯობა. მე ვარ ლილე ქორიძე, 19 წლის თბილისიდან, მოჭადრაკე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი . 8 წლის ასაკში დავიწყე ჭადრაკის თამაში.  ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და პრიზიორი. მივიღე მონაწილეობა მსოფლიო საჭადრაკო გუნდურ 43-ე ოლიმპიადაზე და ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.ასევე  ვარ ფიდეს ოსტატი ქალთა შორის. შესრულებული მაქვს ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატობის პირველი ნორმა. გარდა ამ მიღწევებისა, მე ვარ პირველი ქართველი ჭადრაკის სტრიმერი პლატფორმა Twitch-ზე, ასევე მოცემული პლატფორმის პარტნიორი, ლაივ-სტრიმები მიმყავს ინგლისურ ენაზე, ჩემს არხს აქვს 16 ათასზე მეტი გამომწერი (ფოლოვერი) და 5 მილიონზე მეტი ნახვა. ასევე ვარ პირველი საჭადრაკო ვებ გვერდის, chess.com-ის პარტნიორი.

 

2.მოგვიყევით, როდის შემოვიდა ჭადრაკი თქვენს ცხოვრებაში და რა ადგილი დაიკავა მან?

ჭადრაკი დავიწყე 8 წლის ასაკში, ვისწავლე სკოლაში. თავიდანვე დიდი ინტერესი გამოვხატე ჭადრაკისადმი და გადავწყვიტე გამეგრძელებინა პროფესიულ დონეზე. უკვე 11 წელია ვთამაშობ, მან საკმაოდ დიდი წარმატებები მომიტანა, გარდა ტურნირებზე გამარჯვებისა, შევძელი მრავალ ქვეყანაში მემოგზაურა, გამეცნო ცნობილი მოჭადრაკეები. ახლა ჭადრაკი ჩემი პროფესიას უკვე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გზა ავირჩიე.

 

3.გვითხარით, რა უნარებისა თუ თვისებების განვითარებაში დაგეხმარათ ჭადრაკი

ჭადრაკი დამეხმარე ვიყო მეტად კონცენტრირებული, შევძლო ცხოვრებაში ლოგიკურად აზროვნება, წინასწარ შევძლო დაგეგმა, ასევე მრავალი სხვა თვისებები განვავითარე მისი დახმარებით. ჭადრაკი საკმაოდ ეხმარება ადამიანს განვითარდეს ინტელექტუალურად.

 

4.ლილე, თქვენი აზრით რატომ არის ბავშვების განვითარებისთვის ჭადრაკი?

როგორც წინა კითხვაში აღვნიშნე, ჭადრაკი  ხელს უწყობს ბავშვებს განვითარდნენ ინტელექტუალურად, განავითარონ ან/და ჩამოუყალიბდეთ მნიშვნელოვანი თვისებები.

 

5.შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენს ჯილდოებზე ჭადრაკში და იმ გრძნობების შესახებ რომლებიც მათი მოპოვების შემდეგ გეუფლებოდათ?

წარმატებების მიღწევა, რა თქმა უნდა, დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ნებისმიერი მიღწევა ჩემთვის განსაკუთრებულია, საკმაოდ დიდი ემოციები მეუფლება, როდესაც ვაღწევ იმას, რაც მსურს. შესაბამისად, ნებისმიერი ჩემი საჭადრაკო მიღწევა ბედნიერებაა და მას შესაბამისად გამოვხატავ.

6.ლილე, მოგვიყევით თქვენს სხვა ინტერესის სფეროებზე

გარდა ჭადრაკისა, რა თქმა უნდა, სხვა ინტერესის სფეროებიც გამაჩნია. ვცდილობ, დრო უფრო ხშირად დავუთმო საკუთარ თავს. მიყვარს წიგნების კითხვა, მუსიკის მოსმენა, რაც მუდმივად მეხმარება გარკვეული განწყობის შესანარჩუნებლად. ასევე, ვცდილობ ხშირად გავისეირნო, რათა შევინარჩუნო ფიზიკური ჯანმრთელობა.

  1. დაბოლოს გვითხარით სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

იმედია პანდემია მალე დასრულდება და შევძლებ სხვადასხვა საჭადრაკო ტურნირებზე მონაწილეობას, რათა ავიღო მეტი საჭადრაკო ტიტული. ასევე, მსურს ბევრად განვავითარო ჩემი საჭადრაკო Twitch-ის არხი და ქვეყანა უფრო მეტად წარმოვაჩინო.

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ