გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი მაგისტრატურის მომავალ სტუდენტებს გამოცდებისთვის უფასოდ ამზადებს

“საერთო სამაგისტრო გამოცდებზე ჩვენი უნივერსიტეტის მიერ საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა მომზადება ერთგვარი ინოვაცია გახლავთ. პირველად მისი განხორციელება ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებზე გადავწყვიტეთ. ისინი მთელ დროს უნივერსიტეტის აუდიტორიებსა და სასწავლო ლაბორატორიებში ატარებდნენ და საკმარისი დრო აღარ რჩებოდათ სხვაგან სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებლად. მეორეს მხრივ, ყველგან, სადაც საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის მზადება ხორციელდება გარკვეული საფასურია გადასახდელი. სწორედ აღნიშნული გარემოებები, უნივერსიტეტის რესურსები და აკადემიური პერსონალის პროფესიონალიზმი გახდა ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის შეგვეთავაზებინა საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის უფასოდ მომზადება. აღნიშნული კურსები უნივერსიტეტში უკვე 6 წელია რაც ხორციელდება. პირველად კურსებზე 35-40 მსმენელი იყო. შემდეგ მათმა რიცხვმა მოიმატა და დღეისათვის 170 მსმენელი გვყავს. უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკად შეიძლება აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბოლო 6 წელია, რაც ჩვენ, საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის ვამზადებთ არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებეს, არამედ ნებისმიერს გარედან, ვისაც მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება სურს. უნდა არღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ არანაირ განსაკუთრებული ვალდებულებას არ ვუყენებთ მსმენელებს. მათ შეუძლიათ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება. ჩვენი 4 წლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსენელები, რომლებიც გადიან საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, მხოლოდ 2% ვერ აბარებს მაგისტრატურაში. ჩვენს მიერ ჩატარებული შიდა კვლევებიდან დგინდება, რომ აღნიშნული 2%, კურსების არასისიემატიური მსმენელები არიან. საერთო მსმენელების 15-20% აბარებს მაგისტრატურაში სხვა უმაღლეს სასწავლებელში, დანარჩენი კი ჩვენიუნივერსიტეტის მაგისტრანტები ხდებიან. აღნიშნულ პრაქტიკას უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს და ვფიქრობთ გვექნება ასევე სხვა საინტერესო შეთავაზებები და ‘’სურპრიზები’’ ჩვენი უნივერსიტეტის მომავალი მაგისტრანტებისათვის.”

ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

Tags: ,