დღეს 2021-2022 სასწავლო წელი ონლაინ ფორმატში დაიწყო

დღეს 2021 წლის 15 სექტემბერია – სწავლის დაწყების დღე. დილიდან, 2021-2022 სასწავლო წლის პირველი ზარი Microsoft TEAMS-ში დაირეკა, რადგან კორონავირუსის მაღალი გავრცელების გამო, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა კვლავ დისტანციურად განახლდა.

საქართველოში სწავლა დღეს პირველკლასელების გარეშე დაიწყო, პირველი კლასის მოსწავლეებისთვის პირველი სასწავლო წლის დაწყება 4 ოქტომბრამდე გადავადდა.

ქვეყნის ეპიდემიოლოგების პროგნოზით, სკოლებში სწავლა, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბერს ასევე, ყველა კლასისთვის მთლიანად აღდგება.

ყველა მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, ნაყოფიერ და წარმატებულ წელს, ბავშვების სკოლებში დაბრუნებას, კოვიდ-19-ის დამარცხებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!