ევროკავშირის ქვეყნების განათლების დონეს უნდა მივუახლოვდეთ – ღარიბაშვილი

“ჩვენი მთავარი მისწრაფება, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით მივუახლოვდეთ ევროკავშირის ქვეყნების განათლების ხარისხს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილნა განათლების სისტემის განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციის დაწყებისას განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა ადგილზე ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხს და თქვა, რომ განათლების მოქმედ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს და მის გუნდს, ამ საკითხში კარგი ხედვა და გეგმები აქვთ.

„საბჭოთა კავშირის შემდეგ ყველა სფერომ მიიღო ზიანი და განათლების სისტემაც ძალიან დაზიანდა. ზოგადად, ამ სისტემას ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ მაშინ, როცა ჩვენ, როგორც ერი, ვითვლებოდით და აღიარებული იყო ერთ-ერთი ყველაზე განათლებულოი საზოგადოება გვყავდა. სამწუხაროდ, კატაკლიზმების შედეგად, განათლების სისტემას დიდი ზიანი მიადგა. ყველაფერი უკავშირდება განათლებას და მეცნიერებას. ჩვენი მთავარი მისწრაფება, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით მივუახლოვდეთ ევროკავშირის ქვეყნების განათლების ხარისხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.