ერთიანი ეროვნული გამოცდების დილის სესიაზე აბიტურიენტების 94% გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების დილის სესიაზე აბიტურიენტების 94% გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 დღეს 8:00 საათზე დაიწყო!

საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდახუთივე საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით დილის სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა. დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა.

No description available.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

საგამოცდო ცენტრები მოეწყო და გამოცდები ჩატარდება თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, ხულოში, ფოთსა და ზუგდიდში.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. წელს პირველად ტარდება გამოცდა სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის.

პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში კოვიდ-19 გამოუვლინდებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვაც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები. რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

დეტალები იხილეთ naec.ge-ს გავრცელებულ ინფორმაციაში:

 

 

 

წყარო: naec.ge