ერთიანი ეროვნული გამოცდები და პანდემია – განათლების მინისტრის განცხადება

“ჩვენთვის კარგადა ცნობილი კოვიდ 19 -ის ეფექტები პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. მათ შორის არც  საგანმანათლებლო სისტემა დარჩენილია ხელშეუხებელი. არსებული ვითარებიდან გამომდინარე საგამოცდო პროცესი წელსაც რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. სტატისტიკის თანახმად ოც აბიტურიენტს დაუდასტურდა კორონა ვირუსი , თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით მათ  ეძლევათ გადატანის  შესაძლებლობა.

მიხეილ ჩხენკელი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აცხადებს :

,,ჩვენთვის უმთავრესი და პრიორიტეტულია ადამიანის ჯანმრთელობა, შესაბამისად ზედმიწევნით არის დაცული სამედიცინო პროტოკოლი.“

გამოცდებზე აბიტურიენტებს მოეთხოვებათ მთელი სესიის განმავლობაში ატარონ პირბადე ,ასევე მაქსიმალურად არის დაცული დისტანცია ,ერთ საგამოცდო ოთახში დაიშვება ათი მონაწილე და ამასთან მერხებიც აღჭურვილია ფარებით.

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებისთვის ოცდაცხრამეტი ათასამდე აბიტურიენტი  იბრძვის.მნიშვნელოვანია რეგულაციების მაქსიმალურად დაცვა.

მოვუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას!”

 

1 ივლისს განათლების მინისტრმა პანდემიის დროს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისაუბრა.

მომზადებულია STUDYPROGRAMMES.GE გუნდის მიერ.