ვიდეოინსტრუქცია მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისთვის: როგორ უნდა დარეგისტრირდეთ გამოცდებზე?

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას.

რეგისტრაციის გავლამდე გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ყურადღებით უნდა გაეცნონ შემდეგ ინფორმაციას:

აბიტურიენტები – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“;
მასწავლებლის ტესტირებაში მონაწილეები – დამხმარე კრებულები

წყარო: etaloni.ge