კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განსაკუთრებული შეთავაზებები აბიტურიენტებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი
უნივერსიტეტია საქართველოში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახორციელებს საბაკალავრო,
ერთსაფეხურიან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 5 ფაკულტეტი:
 მევენახეობა-მეღვინეობა;
 მედიცინა;
 სამართლი;
 სოციალურ მეცნიერებები;
 ბიზნესი.

დასაქმებაზე ორიენტირებული სწავლება; გაცვლითი პროგრამები ევროპის საუკეთესო
უნივერსიტეტებში; უახლესი სტანდარტების აუდიტორიები; სასწავლო-სამეცნიერო
ლაბორატორიები; წარმატებული და მაღალკვალიფიციური ლექტორები; გადახდის
მოქნილი სისტემა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება – ეს ყველაფერი
არასრული ჩამონათვალია, რაც მომავალ სტუდენტებს კავკასიის საერთაშორისო
უნივერსიტეტში ელოდებათ.
აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წელს არჩევანს კავკასიის საერთაშორისო
უნივერსიტეტზე (115) შეაჩერებენ, მრავალფეროვანი და მათ ინტერესებზე მორგებული
წამახალისებელი შეთავაზებებით ისარგებლებენ.
საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი
უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, პირველკურსელები
სწავლის პირველ სემესტრში ყოველთვიურ 100 ლარიან სტიპენდიასა და ლეპტოპს
მიიღებენ, მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, კი ან 100 ლარიანი ყოველთვიური
სტიპენდია პირველ სემესტრში ან ლეპტოპი.
თუ აბიტურიენტი 70%-იან ან 100%-იან სახელმწიფო გრანტს მოიპოვებს და, ამავე
დროს, CIU პირველ ნომრად ექნება არჩეული, დარჩენილი სწავლის საფასური სრულად
დაუფინანსდება, ასევე მიიღებს ლეპტოპსა და 100 ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას
პირველ სემესტრში.
მეორე სემესტრიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს, წინა
სემესტრის შედეგების მიხედვით, შესაძლებლობა ექნება მოიპოვოს 100%-იანი, 50%-იანი
ან 20%-იანი სტიპენდია, სწავლის საფასურის ოდენობით.

ფინანსური შეღავათებია ასევე ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებზე, რომლებიც
მედლის ხარისხის შესაბამისად, 20%-იან ან 10%-იან დაფინანსებას მიიღებენ.
უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, სადაც სწავლების თანამედროვე
მეთოდებისა და პროგრამების გამოყენებით ყალიბდებიან კონკურენტუნარიანი
კადრები.
იხილეთ საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალი, შესაბამისი კოდით, სწავლის
საფასურით, მისაღები ადგილების რაოდენობითა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
ჩასაბარებელი საგნების მითითებით:

მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი
• 1150101 / ქართული მევენახეობა-მეღვინეობა – 2500 ₾ / 90 ადგილი; (ქართული ენა და
ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია).
სამართლის ფაკულტეტი
• 1150102 / სამართალი – 2500 ₾ / 130 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია).

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
• 1150103 / ჟურნალისტიკა – 2500 ₾ / 50 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია).
• 1150104 / საერთაშორისო ურთიერთობები – 2500 ₾ / 80 ადგილი; (ქართული ენა და
ლიტერატურა; უცხოური ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია);

მედიცინის ფაკულტეტი
• 1150105 / მედიცინა – 3500 ₾ / 120 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური
ენა(ინგლისური); ბიოლოგია / არჩევითი – მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია);
• 1150106 / სტომატოლოგია – 2950 ₾ / 90 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხოური ენა; ბიოლოგია / არჩევითი – მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია);
• 1150107 / ფარმაცია – 2500 ₾ / 90 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური
ენა; ბიოლოგია / არჩევითი – მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია);
• 1150108/ მედიცინა (ინგლისურენოვანი) – 4950 ₾ / 20 ადგილი; (ქართული ენა და
ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური); ბიოლოგია / არჩევითი – მათემატიკა, ფიზიკა
ან ქიმია).

ბიზნესის ფაკულტეტი
• 1150111 / ფინანსები – 2500 ₾ / 50 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური
ენა; მათემატიკა);
• 1150110 / მენეჯმენტი – 2500 ₾ / 60 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური
ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია);
• 1150109 / ტურიზმი – 2500 ₾ / 70 ადგილი; (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური
ენა / არჩევითი – მათემატიკა ან ისტორია);
• 1150112 / ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) – 4500 ₾ / 5 ადგილი;
(ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური); მათემატიკა).

აირჩიე 115!
აქ შენი განვითარების სივრცეა!
ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!