„კარიერული განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით 5-7 თებერვალს ONLINE განათლების ფორუმი #სწორიარჩევანი წარმატებით ჩატარდა.


„კარიერული განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით 5-7 თებერვალს ONLINE განათლების ფორუმი #სწორიარჩევანი წარმატებით ჩატარდა. ფორუმში ათასობით ახალგაზრდა ჩაერთო და ONLINE სივრცეში 3 000-ზე მეტი დადებითი უკუკავშირი დაიწერა. გიზიარებთ ზოგიერთ მათგანს:

 

 

განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ახალგაზრდებს ძალიან სჭირდებოდათ განათლების სფეროსთან და წამყვან დაწესებულებებთან მეტი სიახლოვე, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. ახალგაზრდებმა 250-ზე მეტი სასწავლო პროგრამის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, მოიგეს პრიზები, ასევე ესწრებიან ვებინარებს. ფორუმის მთავარი მხარდამჭერი ახალი უმაღლესი სასწავლებელი (181) გახდა, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმის და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებზე მისი მომავალი სტუდეტებისთვის აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსი 200 ახალგაზრდასთვის სრულად დააფინანსა.

ფორუმში ჩართულები იყვნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები: ახალი უმაღლესი სასწავლებელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი: „ალტერბრიჯი“, წმ.ანდრიას ქართული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმმწიფო უნივერსიტეტი.

ასევე კოლეჯები და ტრენინგ ცენტრები: აიტი აკადემია სტეპი, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯი,მახინჯაურის საზღვაო ლიცეომი, კოლეჯი ბლექსი,კოლეჯი კონსტრუქტ2, ებიტ ჯგუფი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი, კარიერული განვითარების ცენტრი.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო რომ პირველ ONLINE ფორუმზევე ასეთი დიდი ინტერესი და ჩართულობა იყო როგორც ახალგაზრდების მხრიდან, ასევე სასწავლებლების მხრივ – რადგან აქამდე განათლების ფორუმებში ძირითადად უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები ერთვებოდნენ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კოლეჯები და ტრენინგ ცენტრებიც ჩავრთეთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ OFFLINE ფორუმებთან შედარებით, ახალგაზრდების მხრიდან ONLINE ჩართულობა და აქტიურობა ბევრად მეტი იყო.

რაც მთავარია, ფორუმის ფარგლებში ჩატარდა STUDYPROGRAMMES.GE-ს პრეზენტაცია და განათლებით, სასწავლო პროგრამებით დაინტერესებული დიდი აუდიტორია შეიკრა. ახლა უკვე იციან ახალგაზრდებმა – როგორ და სად მოიძიონ ინფორმაცია სასურველ სასწავლო პროგრამებზე თანაც მარტივად და სწრაფად. სულ მალე კი ელოდეთ კიდევ უფრო მასშტაბურ, საინტერესო და მრავალფეროვან განათლების ფორუმს.

 

კარიერული განვითარების ცენტრის დამფუძნებელი

მერი ტარიელაშვილი