კუთვნილ კომპიუტერებს წარჩინებული მოსწავლეები სექტემბერში ვერ მიიღებენ? – განათლების სამინისტროს განმარტება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მრავალი წელია ახორციელებს პროგრამას – „ჩემი პირველი კომპიუტერი“.

მიმდინარე წელს წარჩინებულ მოსწავლეებს დამსახურებული კომპიუტერები ამ დრომდე არ მიუღიათ. როდის გადაეცემათ კუთვნილი ჯილდო წარჩინებულ მოსწავლეებს? – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან  გადაგამოწმდა, იგეგმება თუ არა სექტემბერში საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ტექნიკის გადაცემა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ პირველკლასელებისთვის შეიძენენ ბუკებს შეძენა; ხოლო მეორე ეტაპად იგეგმება წარჩინებული მოსწავლეებისთვის კუთვნილი კომპიუტერების შესყიდვა, თუმცა ზუსტი დრო,  ჯერჯერობით უცნობია.

„ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ ჯერ პირველკლასელთათვის მოხდა ბუკების შეძენა და ათოსნებისთვის მეორე ეტაპად იგეგმება კომპიუტერების შეძენა. უნდა გამოცხადდეს შესყიდვები, შემდგომ მოხდება შეძენა და გადაცემა. სავარაუდოდ, მეორე ეტაპი  სექტემბრამდე ვერ განხორციელდება; წინასწარ ცნობილი თარიღი არ ვიცით“, – გვითხრეს სამინისტროში.