„მნიშვნელოვანია, რომ გაიხსნება სკოლა, შემდეგ აღარ მოგვიხდეს მისი თავიდან დახურვა“ – თამარ გაბუნია

„ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ უკვე საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს დღეს, 20 სექტემბერს განუცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით მუშაობენ.

„სკოლების გახსნა და გახსნილ მდგომარეობაში სკოლების შენარჩუნება არის ჩვენი მთავარი მიზანი. მნიშვნელოვანია, რომ გაიხსნება სკოლა, შემდეგ აღარ მოგვიხდეს მისი თავიდან დახურვა. მიმდინარე პერიოდში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო, კიდევ დამატებით ამზადებენ წინადადებებს, სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.