მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობის საუკეთესო ხერხები ონლაინ გაკვეთილზე – 5 რჩევა მასწავლებლებს

ჩახედო მოსწავლეს თვალებში, რომელმაც დაფას ზურგი აქცია ან კლასიდან გასვლა აუკრძალო – ყველაფერი ეს შეუძლებელია დისტანციური სწავლების დროს. კლასისთვის ჩვეული ხერხები მონიტორს მიღმა არ მუშაობს. მაშინ როგორ შევინარჩუნოთ მოსწავლის ყურადღება ონლაინ გაკვეთილზე?

მოსწავლის ყურადღების მისაპყრობად გამოცდილი მასწავლებელი ხერხებს ყოველთვის მოძებნის.

  • ააგეთ გაკვეთილი როგორც ფილმი ან სპექტაკლი, ნამდვილი კლასიკური დრამატურგიის წესებით. თავიდან მოსწავლეების მოსამართად რაიმე ჩვეული რიტუალი ჩაატარეთ ან თითოეულს ჰკითხეთ როგორ ხასიათზეა, შემდეგ მას მოჰყვება კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია (გაკვეთილის თემზე პიკური შთაბეჭდილება), კვანძის გახსნა (ახსნა) და ფინალი (დამშვიდობება).
  • მოულოდნელობის შექმნა. გაკვეთილის დასაწყისში კარგია გაოცება. აუცილებელი არ არის რაღაც განსაკუთრებული გააკეთოთ, შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ ხმის ტონალობის (ჩურჩული) ან საუბრის ტემპის (შენელება ან ხუმრობით ასაწრაფება) შეცვლა.
  • ატმოსფეროს შექმნა. მაგალითად, საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეთა გაკვეთილებზე შესაძლებელია დასახმარებლად მოზარდებში პოპულარული სერიალის მოხმობა. მისი მუსიკის ან ვიდეოს სასწავლო პროცესში გამოყენება.
  • ჩაერთეთ თამაშში, რომელიც მთელი გაკვეთილი გაგრძელდება. დაწყებითი და საბაზო კლასების მოსწავლეებისთვის ეს შესაძლოა იყოს რაღაც ფანტასტიკური ისტორია, რომელშიც ერთ დავალებაზე პასუხი საერთო ზღაპრულ შედეგთან გვაახლოებს (რომელიმე პერსონაჟის გასაჭირიდან დახსნა, ჩვენი პლანეტისთვის საფრთხის აცილება). უფროსკლასელებთან კი დეტექტიური ისტორია გამოდგება.
  • შეცდომის პროვოცირება ან თავად დაშვება. თუ მოსწავლეებმა იციან, რომ მასწავლებელი არასწორ კითხვას სვამს, ან საჭიროა მის სიტყვებში შეცდომების მოძებნა, ისინი ბევრად ყურადღებით ისმენენ.

წყარო: etaloni.ge