პროფესიული განათლების მიმოხილვა და ძირითადი რაოდენობრივი ინდიკატო რები

პროფესიული განათლების სისტემის ანალიზისთვის თავდაპირველად შესწავლილ
იქნა ისეთი მნიშვნელოვანი რაოდენობრივი მონაცემები, როგორებიც არის პროფესიული
პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების განაწილება;
პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირების რაოდენობა (რეგისტრანტები);
პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა;პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამებზე სტატუსის შეჩერება-შეწყვეტისა და პროფესიული
პროგრამების დასრულების მაჩვენებლები სხვადასხვა ჭრილის მიხედვით.
2018-2019 წლებში პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ჯამური რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით შემცირდა,
აღნიშნული შემცირება იმ მუნიციპალიტეტების ხარჯზე მოხდა, სადაც რამდენიმე
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. თუმცა, აღნიშნულის
მიუხედავად,გაიზარდა სახელმწიფო დაწესებულებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა,
რადგან არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს რეგიონებში დაემატა ე.წ.
ფილიალები.ახალი ფილიალები გაიხსნა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მანამდე
ხელმისაწვდომი არ იყო პროფესიული განათლება. 2019 წლის ბოლოსა და 2020 წლის
დასაწყისისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ქვეყნის ათ რეგიონსა და 37
მუნიციპალიტეტში (თბილისის ჩათვლით)იყო ხელმისაწვდომი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ქვეყნის ყველა რეგიონშია
ხელმისაწვდომი მაშინ, როცა კერძო დაწესებულებები არ ფარავს მცირე ზომის რეგიონებს
(მცხეთა-თიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია).2020 წლის დასაწყისისათვის
ქვეყნის მასშტაბით 89 საგანმანათლებლო დაწესებულებება ახორციელებდა პროგრამებს,
მათ შორის 51- კერძო და 38- საჯარო.
2017-2019 წლებში იკვეთება პროფესიული პროგრამების რაოდენობის ჯამური კლება,
თუმცა ეს ფაქტი დაკავშირებულია აღნიშნული პროგრამების ტიპის ცვლილებასთან,
კერძოდ, საგნობრივი პროგრამები შეიცვალა მოდულური პროგრამებით და დაინერგა
პროფესიული პროგრამების ნაწილისთვის დუალური მიდგომით განხორციელება. ეს
ცვლილება პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას და შრომის ბაზართან უფრო მეტად
მორგებული პროგრამების დანერგვას უკავშირდება. როგორც საგანმანათლემლო
8
პროფესიული განათლების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი
დაწესებულებების, ისე პროგრამების რაოდენობისა და მიღების კვოტების მიხედვით
თბილისი ლიდერობს და შემდგომ პოზიციებს აჭარა და კახეთი ინაწილებენ.
პროფესიული განათლების სხვადასხვა პროგრამაზე ინტერესის გამოხატვის შეფასება
პროფესიული განათლების ძირითადი ბენეფიციარების რაოდენობის ცვლილების
ანალიზითაა შესაძლებელი. 2017-2019 წლებში გამოცდაზე დარეგისტრირებულთა
(რეგისტრანტების) დინამიკა კლებადია: 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს რეგისტრანტთა
რაოდენობა 19.6%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, ხოლო 2019 წელს კი 11.9%-ით
წინა წლის იმავე მაჩვენებელთან მიმართებით. ჯამში 2019 წელს 19,312 ადამიანმა გაიარა
რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; მათ შორის 79%-მა საჯარო და
21%-მა კერძო დაწესებულებებში.
საინტერესოა, რომ რეგისტრანტებს შორის მამაკაცების წილი 51%-ა, რაც პოპულაციის
განაწილების უკუპროპორციულ სურათს გვაძლევს. ამასთან, რეგისტრანტთა ანალიზი
წინასწარ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული მოწყობის
მიხედვით აჩვენებს, რომ მამაკაცების წილი კიდევ უფრო იზრდება საჯარო პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში (54%-მდე) მაშინ, როცა კერძო
პროფესიული დაწესებულებების რეგისტრანტთა დიდ ნაწილს ქალები წარმოადგენენ (60%).
ასაკობრივი სტრუქტურის განაწილების მიხედვით, პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამები ყველაზე პოპულარული 19-24 წლის ახალგაზრდებშია – 2019 წლის
რეგისტრანტებში მათი წილი 48%-ს შეადგენს და წლიდან წლამდე ზრდის მცირე დინამიკას
აჩვენებს. ასევე, საინტერესოა, რომ 2017-2019 წლებში ფიქსირდება 18 წლისა და უმცროსი
ასაკის რეგისტრანტთა ზრდის დინამიკა: თუ 2017 წელს რეგისტრანტთა მხოლოდ 3%-ს
შეადგენდნენ 18 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანები, 2019 წელს ამ მაჩვენებელმა 11%
შეადგინა, ანუ ყოველი მეათე რეგისტრანტი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა.
საგულისხმოა, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
რეგისტრირებულთაგან მეტ-ნაკლებად სტაბილურია ჩარიცხულთა წილი (58%-60%). თუმცა
ამასთანავე ყოველწლიურად იკლებს ჩარიცხულთა აბსოლუტური რაოდენობა: 2017 წ. –
16,570; 2018 წ. – 12,726; 2019 წ. – 11,528. მთლიანობაში, პროფესიულ პროგრამებზე 2017-2019
წლებში ჩარიცხული სტუდენტების 62-69% საჯარო დაწესებულებებზე მოდის და
საქართველოს 15 წლის და უფროსი ასაკის მქონე მოსახლეობის დაახლოებით 0.4%-მდე
ირიცხება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ყოველწლიურად; 15-29 წლის
ახალგაზრდა მოსახლეობაში კი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთა
წილი 2019 წლისათვის 1.3% იყო. ჩარიცხულთა შორის, რეგისტრანტებთან მიმართებით,
მცირედით იზრდება კაცების წილი (52%); ასაკობრივი სტრუქტურა კი რეგისტრანტთა
დინამიკას იმეორებს – 2019 წელს ყოველი მეორე ჩარიცხული 19-24 ასაკის იყო (50%), 18
წლისა და უმცროსი ასაკის კი ყოველი მეათე (10%).
ჩატარებული სატელეფონო კვლევის მიხედვით, რეგისტრანტები, რომლებიც დარჩნენ
რეგისტრანტებად და ვერ მოიპოვეს სტუდენტის სტატუსი, უმეტესად აღნიშნული
9
პროფესიული განათლების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი
პრობლემის მიზეზად პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამებზე შექმნილ კონკურსში
არასაკმარისი სარეიტინგო ქულის დაგროვებას ასახელებენ (31%-მდე); თუმცა საკმაოდ
ხშირად სახელდება ის სოციალური მიზეზები, როგორებიცაა: რეგისტრანტის მიერ
გადაწყვეტილების მიღება აღარ გააგრძელოს სწავლა პროფესიული მიმართულებით
დასაქმებისა თუ ოჯახური მდგომარების გათვალისწინებით.
ბოლო სამი წლის გათვალისწინებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
ყველაზე მოთხოვნადი ხუთი მიმართულება სტაბილურია, თუმცა თუ წინა წლებში პირველ
ადგილზე იყო ინჟინერია რეგისტრანტთა რაოდენობის მიხედვით, 2019 წელს ის ბიზნეს
ადმინისტრირებისა და სამართლის პროგრამებმა ჩაანაცვლა. რეგისტრანტების სტატისტიკის
მსგავსი ტენდენცია ვლინდება ჩარიცხული სტუდენტების მიმართულებითაც:
ყოველწლიურად ჭარბობს ინჟინერია და მხოლოდ 2019 წელს ამ ფაკულტეტთან ერთად
პირველ ადგილს ინაწილებს ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი.
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პროფესიული განათლებისთვის
სტატუსშეწყვეტილი თუ სტატუსშეჩერებული სტუდენტების მაღალი ნიშნული ერთ-ერთ
მთავარ გამოწვევად რჩება. მონაცემების დინამიკაში ანალიზი აჩვენებს, რომ 2017 წელს
ჩარიცხული სტუდენტების თითქმის ერთ მესამედს (29%) 2020 წლის პირველი კვარტლის
მდგომარეობით სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო წლის
კოჰორტებისათვის (2018 და 2019 წლების ჩარიცხვები) საკმარისი მონაცემები ჯერ არ
დაგროვებულა (სწავლის დაწყებიდან ორი ან ერთი წელია გასული), სტატუსის შეწყვეტის /
შეჩერების მაჩვენებლი გაანალიზებულია ჩარიცხულთა კოჰორტებისა (ჩაბარების წელი) და
სწავლის დაწყებიდან გასული პერიოდის მიხედვით. სხვადასხვა კოჰორტში სწავლის
დაწყებიდან გასულ ერთსა და იმავე პერიოდში სტატუსის შეწყვეტის / შეჩერების
მონაცემების მსგავსება გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში,
2018-2019 წლის კოჰორტებიც 2017 წლის ნიშნულს მიუახლოვდება.

ანგარიში მომზადებულია საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტისა
და კვლევითი კომპანია „ეისითის“თანამშრომლობით

Tags: