რაზე მუშაობდა განათლების კომიტეტი ერთი წლის განმავლობაში? – 2020 წლის ანგარიში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც წლის განმავლობაში ჩატარებული საქმიანობაა მიმოხილული.

დოკუმენტში აღნიშნულია, კომიტეტის მიზნები, პრიორიტეტები, მიღებული და განხილული კანონპროექტები.

2020 წლის საქმიანობის ანგარიში 24 გვერდს მოიცავს და მასში შეტანილია წლის მანძილზე შესრულებული საქმიანობა. დოკუმენტის მიხედვით წლის განმავლობაში განათლების,  მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა რეაგირება მოახდინა მოქალაქეთა 426 წერილზე, განიხილა 340 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია, სახელწოდებით „გამოცხადდეს აკადემიურ სემესტრად 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი“. ასევე, ცვლილებები შეიტანა ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში.

იხილეთ სრული დოკუმენტი: 2020 წლის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ანგარიში

წყარო:etaloni.ge