რამდენ პირს მიენიჭება მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე გრანტი – ადგილების რაოდენობა უნივერსიტეტების მიხედვით

ცნობილია 2021-2022 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რამდენ პირს მიენიჭება სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

შესაბამისი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და მას ხელს აწერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე დგებუაძე.

სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 100 ადგილი

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 190 ადგილი

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 135 ადგილი

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 85 ადგილი

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 30 ადგილი

სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 50 ადგილი

სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 45 ადგილი

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 30 ადგილი

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 68 ადგილი

სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 7 ადგილი

სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი – 15 ადგილი

სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 40 ადგილი

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 20 ადგილი

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი – 24 ადგილი

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – 80 ადგილი

შპს – საქართველოს უნივერსიტეტი – 10 ადგილი

შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – 20 ადგილი

შპს – ევროპის უნივერსიტეტი – 50 ადგილი

შპს – თბილისის თავისუფალი აკადემია – 1 ადგილი

საერთო რაოდენობა 1000

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული: 2021-2022 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 15 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.

ბრძანების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.