რას გვიჩვენებს დამსაქმებელთა დამოკიდებულებების კვლევა საქართველოს შრომის ბაზარზე.

კვლევის ფარგლებში ორგანიზაციებს უნდა გამოეყოთ მათ მიერ დასახელებული პროფესიებიდან საქართველოს შრომის ბაზარზე 2 ყველაზე რთულად მოსაძიებელი პროფესიული კვალიფიკაციის კადრები. გამოკითხულპროფესიული სასწავლებლების პარტნიორი ორგანიზაციების 43%-ს გაუჭირდა ასეთი პროფესიონალის დასახელება. ძალიან მცირე ნაწილის თანახმად კი არცერთი პროფესიის მქონე კადრის მოძიება არ არის რთული საქართველოს ბაზარზე.
ძალიან მცირე პროცენტული მაჩვენებლით (8%), თუმცა მაინც გამოიკვეთა, რომ სხვა პროფესიებთან შედარებით ყველაზე რთულად მოსაძიებლად პროფესიონალად მიმტანი ითვლება. აღნიშნული პროფესიის შემდეგ მცირე პროცენტული მაჩვენებლებით ყველაზე რთულად მოსაძიებლად ითვლება: მზარეული (4%), ბუღალტერი (4%), ელექტრიკოსი (4%), მშენებელი(3%), მკერავი (3%) და შემდუღებელი/ელ.მექანიკოსი (3%).

რესპონდენტთა დიდი ნაწილის (84%) მოსაზრებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარების პრესტიჟულობა საგრძნობლად გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ პოზიტიური განწყობა პროფესიული განათლების მიღებასთან დაკავშირებით მზარდია და გამოკითხული ორგანიზაციები აღნიშნული ტენდენციის პოზიტიურ ცვლილებას ვარაუდობენ. კვლევის მონაწილეთა უმრავლესობა (89%) ფიქრობს, რომ პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარების პრესტიჟულობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

წყარო: mes.gov.ge

Tags: