გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, დასაქმების მაჩვენებლით პირველ ხუთეულშია საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა შორის

რატომ უნდა აირჩიოთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი?

ამისათვის რამდენიმე ფაქტის დასახელებაც საკმარისია:

იუნესკოს განათლების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, დასაქმების მაჩვენებლით პირველ ხუთეულშია საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა შორის.

  • საყურადღებოა ისიც, რომ არამარტო კურსდამთავრებულები, არამედ სტუდენტებიც კი ადვილად ერგებიან შრომის ბაზრის მოთხოვნებს. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ზედა დონის (კურსის) სტუდენტთა 30%-ზე მეტი უკვე დასაქმებულია. უფრო მეტიც, კომპანიების შიდა კონკურსში, ისინი სხვა კონკურენტებს ბევრად წინ უსწრებენ. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის პროგრამის III დონის სტუდენტის ბაქარ ვერულაშვილის დასახელება, რომელმაც საქართველოს ბანკის 150 კაციან კონკურსში I სარეიტინგო ადგილი მოიპოვა და მუშაობაც დაიწყო. ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება.
  • საქართველოს მთავრობამ განიხილა საკითხი სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების შესახებ. სხდომაზე დადასტურდა, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები I სარეიტინგო ადგილზე გავიდნენ ცოდნის დონითა და სახელმწიფო სერტიფიკატების მიღების რაოდენობით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველი 98 და,შემდეგ, 99 ქულა, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის დაფიქსირდა.

 

რა იძლევა ასეთი შედეგების მიღწევის საფუძველს?

 

ა) სწავლების უახლესი ტექნოლოგიები – კეისმეთოდები, მასტერკლასები, მოდელირების მეთოდები, პროექტებზე მუშაობის სისტემა, დისკუსიის მეთოდი, ლექციების ჩატარების ინტერაქტიური და საპრეზენტაციო მეთოდები და ა.შ.

ბ) მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად ფლობს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, რაც დასტურდება საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიული განვითარების ცენტრების მიერ გაცემული სერტიფიკატებით.

გ) გადაჭარბების გარეშე – უნივერსალური თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსი:

  • კრიმინალისტიკის ლაბორატორიული ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მათ შორის, FBI-ის აპარატურით. ეს ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში. აქ სწავლებას გადიან სხვა ავტორიტეტული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც.
  • სატელევიზიო სტუდია, რომელიც შეიქმნა 1998 წელს და აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ამ სტუდიის ბაზაზე დაარსდა სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნო, რომლის ანალოგი დღემდე არ არის საქართველოში. 10 წლის მანძილზე სახელოსნოში მომზადებულია 50-ზე მეტი გადაცემა, ფილმი, ეტიუდი თუ სხვა ჟანრის პროდუქცია. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა დონის ფესტივალის ლაურეატია. შემოქმედებით სახელოსნოში სტუდენტები ეუფლებიან დამატებით პროფესიებს – ავტორჟურნალისტი, ტელერეჟისორი, ავტოროპერატორი.
  • ლინგვისტიკის ცენტრი, სადაც ინგლისური ენისა და ლიტერატურის სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენსაკუთარი ლინგვისტური უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.
  • კომპიუტერული სწავლების ცენტრი, სადაც ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები, სხვა სკოლებისაგან განსხვავებით, ეუფლებიან სპეციალურ პროგრამებს საბანკო, საბუღალტრო და მენეჯერული ოპერაციების განხორციელებისათვის.
  • საფანტომო ტრენაჟორული ლაბორატორიული ცენტრი სტომატოლოგებისათვის, რომელიც 1997 წელს დაარსდა უნივერსიტეტში და დღემდე ერთადერთია საქართველოში. ამ ცენტრში სტუდენტები ფანტომებზე ანუ თოჯინებზე ეუფლებიან ექიმი სტომატოლოგისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელსაც, შემდგომ,განავითარებენ უნივერსიტეტის საკუთარ სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტებთან პრაქტიკული მუშაობით. კლინიკა განლაგებულია უნივერსიტეტის პირველ სართულზე 500 კვ.მ. ფართობზე.
  • მედიცინის სკოლას აქვს სხვა ლაბორატორიებიც – ქიმიის, ბიოფიზიკის, ჰისტოლოგიის, ანატომიური მუზეუმი, საპრეპარატო-ექსპერიმენტული ბლოკი და სხვა.
  • კომფორტული ბიბლიოთეკა 20 000-ზე მეტი წიგნადი და ციფრული ერთეულით, კომპიუტერული პარკითა დასხვა აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვილი რესურსით.
  • უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალი დონის აკადემიური პროგრამებით, რომლებიც შედგენილია ევროპელ პარტნიორებთან ერთად და აღიარებულია მათ მიერ, ხოლო საერთაშორისო პროგრამები დამატებით შესაძლებლობას იძლევა საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე დამკვიდრებისათვის.