„რა მასშტაბის იქნება არდადეგები…“ – ამირან გამყრელიძე უქმე დღეებში შეზღუდვებზე

რა იქნება დაკეტილი და რა შეზღუდვები იმოქმედებს უქმე დღეებში 4 მაისამდე გასაჯაროვდება, აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ერთადერთი რაც გაცხადებულია, არის ის რომ იქნება არდადეგები.

„ხვალაც საკოორდინაციო საბჭოა და გამოცხადდება დეტალები რა შეზღუდვები იქნება. ჯერ ადრეა 4 მაისამდე ერთადერთი გამოცხადებულია, რომ იქნება არდადეგები (სკოლებში). რა მასშტაბის იქნება ეს არდადეგები და როგორი ჩარჩოებით გამოცხადდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა.