როგორ უნდა გაიგონ აბიტურიენტებმა გამოცდაზე მიღებული შედეგები – ინსტრუქცია

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და აბიტურიენტები უკვე პირველადი შედეგების გამოქვეყნებას ელოდებიან, რისთვისაც მათ ორი გზა აქვთ. გაეცანით დეტალურ ინსტრუქციას და გაიგეთ სად  და როგორ უნდა ნახოთ, მიღებული ქულები.

  1. შედეგების ნახავა აბიტურიენტებს შეუძლიათ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდის შემდეგ ბმულზე – online.naec.ge.

გვერდზე შესვლისას აბიტურიენტებმა უნდა აირჩიონ გრაფა „ერთიანი ეროვნული გამოცდები“, შემდეგ შედეგები. გახსნილ ველში უნდა ჩაწერონ პირადი და საგამოცდო ნომერი, რის შედეგადაც ისინი სისტემაში შევლენ და გამოცდაზე მიღებულ ქულებს ნახავენ. ასევე, შედეგების გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ გამოცდებში მიღებული შეფასებები, შეიტყოთ კონკრეტულ დავალებაში მიღებული შედეგი, იხილოთ თქვენი ნაშრომების სკანირებული ასლები.

  1. შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც არის შესაძლებელი.

აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333. აღნიშნული მომსახურების საფასური 50 თეთრია, რაც ანგარიშიდან ჩამოეჭრება.