როდემდე შეუძლია აბიტურიენტს უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილების შეტანა

2021 წლის იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდების შედეგების გაგების შემდეგ უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა სურთ, ვადა აპელაციების შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღის ჩათვლით აქვთ.

როგორც 6 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრის  ცხელ ხაზზე განაცხადეს, აპელაციების შედეგების გამოცხადება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი განაცხადი შევა და რა დრო დასჭირდება ნამუშევრების გასწორებას.

„შედეგები გამოქვეყნდება, როდესაც გასწორდება ყველა ნაშრომი. ზუსტ დროს ვერ გეტყვით, რადგან ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენი სააპელაციო განაცხადი შემოვა და რა დრო დასჭირდება ნამუშევრების გასწორებას“, – განაცხადეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ასევე, გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით აქვთ.

აბიტურიენტთა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები შედეგების გასაჩივრება უკვე შესაძლებელია. აპელაციების მიღება დღეს, 6 აგვისტოს დილის 10 საათიდან დაიწყო.

 

წყარო: edu.aris.ge