როდის გამოქვეყნდება 2021 წლის მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები? – „ნაეკის“ პასუხი

2021 წლის მასწავლებელთა აპელაციის შედეგები კვირის ბოლოს გამოქვეყნდება, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეს, 8 სექტემბერს განუცხადეს.

როგორც საგამოცდო ცენტრში გვითხრეს, ამჟამად, ნამუშევრების გასწორების პროცესი მიმდინარეობს.

მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გასაჩივრებისთვის აპლიკანტებს 3 დღე ჰქონდათ, სააპელაციო განაცხადები მიიღება საგამოცდო ცენტრმა 3 სექტემბერს დაასრულა.

აპელაციის შედეგებს ელოდებიან განსაკუთრებით ის მასწავლებლობის მსურველები ელოდებიან, ვინც მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე აბარებს. მათ უნივერისტეტებში რეგისტრაციისთვის მასწავლებლის გამოცდების შედეგების შესახებ ცნობის წარდგენა სჭირდებათ. აღნიშნულ საბუთს ასევე, მასწავლებლის ვაკანსიების გვერდზე ანკეტის შევსებისასაც ითხოვენ.

რაც შეეხება სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება პირად ელექტრონულ გვერდზე eSсhool-ის ბაზაში.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია წელს 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.