რომელ უნივერსიტეტებს ჰყავს ყველაზე მდიდარი კურსდამთავრებულები?

უმაღლესი განათლება წარმატების მნიშვნელოვან გარანტად ითვლება. აბიტურიენტები ყოველთვის პრესტიჟული უნივერსიტეტის არჩევას ცდილობენ, რათა განათლებაში საკუთარი ინვესტიცია გაამართლონ. არსებობს იმ კატეგორიის უნივერსიტეტები, რომელთა  დამთავრებაც სტუდენტისთვის ავტომატურად ნიშნავს მდიდარ და უსაფრთხო მომავალს.

Wealth-X-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური უნივერსიტეტთა რეიტინგი ულტრამდიდარი კურსდამთავრებულების მიხედვით. მდიდარ კურსდამთავრებულებად მიიჩნიეს ისინი, ვინც სულ მცირე $30 მილიონის ოდენობის აქტივებს ფლობს. შენიშვნის სახით უნდა ითქვას, რომ მონაცემი ითვალისწინებს როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის ხარისხის მფლობელებს. შესაბამისად, თუ მდიდარი კურსდამთავრებული ერთზე მეტ უნივერსიტეტში სწავლობდა, მაშინ ის კვლევისას რამდენიმეჯერ იქნა გათვალისწინებული.

სარეიტინგო სიაში შესული უნივერსიტეტების დიდი ნაწილი აშშ-ში მდებარეობს. ელიტური ასოციაციის – აივი-ლიგის უნივერსიტეტებიდან მხოლოდ ბრაუნი და დართმუზი ვერ მოხვდა პირველ ოცდახუთ უნივერსიტეტს შორის.

ჰარვარდის უნივერსიტეტი, რომელიც 1636 წელს დაარსდა, 13, 650 ულტრამდიდარი კურსდამთავრებულით სიის სათავეშია. ჰარვარდის წარმატებულ კურსდამთავრებულების რიცხვის მიეკუთვნება ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი. მას მოსდევს სტენფორდის უნივერსიტეტი 5, 580 სტუდენტით. მართალია, სტენფორდს თითქმის ორჯერ ნაკლები ულტრამდიდარი კურსდამთავრებული ჰყავს, მაგრამ  მისი სტუდენტთა საშუალო სიმდიდრე $170 მილიონით აჭარბებს ჰარვარდის მონაცემს.

პრინსტონის უნივერსიტეტი რეიტინგში $1.1 ტრილიონის ჯამური სიმდიდრით მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე რაოდენობის (2000) ულტრამდიდარი სტუდენტი ჰყავს, მისი კურსდამთავრებულების საშუალო სიმდიდრე $516 მილიონს უდრის, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჯეფ ბეზოსსა და სტივ ფორბს სწორედ პრინსტონის უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული.

ამერიკის მიღმა ბრიტანეთის კერძო უნივერსიტეტებიდან  – კემბრიჯის, ოქსფორდისა და ლონდონის ეკონომიკის სკოლას (LSE) ჯამში 6, 500 ულტრამდიდარი  სტუდენტი ჰყავს, რაც $1.8 ტრილიონის ოდენობის სიმდიდრეს ქმნის. კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ისააკ ნიუტონი, ჩარლზ დარვინი და სტივენ ჰოკინგია; ნობელის პრემიის 69 ლაურეატი ოქსფორდის კურსდამთავრებული იყო, 18 – LSE-ის.

სარეიტინგო სიაში მოხვდა სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტიც, რომელსაც 1, 890 ულტრამდიდარი  კურსდამთავრებული ჰყავს. სინგაპურის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, WHO-ს მაღალი რანგის თანამშრომელთა დიდი ნაწილი სწორედ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან.

მონაცემების მიხედვით, ულტრამდიდარ კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა მილიონები დამოუკიდებლად, ოჯახის  დაუხმარებლად იშოვა.

გთავაზობთ სარეიტინგო სიის პირველ 25 უნივერსიტეტს.

უნივერსიტეტი მთლიანი
სიმდიდრე
მდიდარი
კურსდამ.
საშუალო სიმდ.
ყველა მდიდარ
კურსდამთავრებულთა
1  ჰარვარდის უნივერსიტეტი $4.7ტრლნ 13,650 $349მლნ
2  სტენფორდის უნივერსიტეტი $2.9ტრლნ 5,580 $519მლნ
3  პენსილვანიის უნივერსიტეტი $1.8ტრლნ 5,575 $319მლნ
4  კოლუმბიის უნივერსიტეტი $1.5ტრლნ 3,925 $382მლნ
5  პრინსტონის უნივერსიტეტი $1.1ტრლნ 2,180 $516მლნ
6  მასაჩუსეტსის  ტექნოლოგიების უნივერსიტეტი $990მლრდ 2,785 $355მლნ
7   იელის უნივერსიტეტი $777მლრდ 2,400 $323მლნ
8  კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი $760 მლრდ 2,385 $318მლნ
9  ნიუ-იორკის უნივერსიტეტი $712 მლრდ 3,380 $210მლნ
10  ჩიკაგოს უნივერსიტეტი $707 მლრდ 2,405 $293მლნ
11  მიჩიგანის უნივერსიტეტი $691მლრდ 1,970 $350მლნ
12  სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი $548 მლრდ 2,645 $207მლნ
13  კორნელის უნივერსიტეტი $483 მლრდ 2,245 $215მლნ
14  ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტი $463 მლრდ 2,195 $210მლნ
15  კემბრიჯის უნივერსიტეტი $390 მლრდ 2,760 $141მლნ
16  ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი $389 მლრდ 2,725 $142მლნ
17  ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტი $375 მლრდ 1,945 $192მლნ
18  Institut Européen d’Administration des Affaires $356 მლრდ 1,965 $181მლნ
19  ოქსფორდის უნივერსიტეტი $349 მლრდ 2,290 $152მლნ
20  ლონდონის ეკონომიკის სკოლა $342 მლრდ 1,495 $228მლნ
21  მაიამის უნივერსიტეტი $309 მლრდ 1,700 $181მლნ
22  ბოსტონის უნივერსიტეტი $277 მლრდ 1,640 $168მლნ
23  ვირჯინიის უნივერსიტეტი $246 მლრდ 1,650 $149მლნ
24  ნოტრ-დამის უნივერსიტეტი $179 მლრდ 2,085 $85მლნ
25  სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი $88 მლრდ 1,890 $46მლნ