რჩევები, რომელიც კარიერული გზის შეცვლისას უნდა გაითვალისწინო
კარიერული გზის ცვლილება საკმაო სირთულეებთან/ გამოწვევებთან ასოცირდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქამდე ეს ეტაპი ჯერ არ გაუვლიათ
გაეცანი სტატიას, სადაც მოცემულია ის ნაბიჯები, რომლებიც ამ პროცესისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო იმისთვის, რომ სწორად განვლო კარიერის ცვლილების ეტაპი, უნდა დასახო სტრატეგია და გეგმა, რისთვისაც გარკვეული დროის დათმობა დაგჭირდება. ასევე გამოამჟღავნო მოთმინების უნარი და იაზროვნო კონსტრუქციულად 1. თვალი გაუსწორე შენს ამჟამინდელ მდგომარეობას და ჩაიხედე საკუთარ თავში, ანუ გააკეთე თვითრეფლექსია როდესაც კარიერული გზის ცვლილებას გადაწყვეტ, პირველი რაც უნდა გააკეთო, საკუთარ თავში ჩაღრმავება და იმ მდგომარების გაანალიზებაა, რომელშიც ახლა იმყოფები. მაგალითისთვის – რა მოგწონს სამსახურში სადაც ახლა მუშაობ? ხარ იმ საქმის კარგი მცოდე რასაც ახლა აკეთებ? გამოყავი დრო, რათა იფიქრო შენი კარიერის/სამსახურის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე, თუ კონკრეტულად რა იწვევს შენში უარყოფით დამოკიდებულებებს და რისი შეცვლა გინდა მომავალში, იმისთვის რომ თავი კომფორტულად იგრძნო. აუცილებლად დაუთმე დღეში მინიმუმ 15 წუთი, იმას რომ შექმნა checklist -ი, რათა უკეთ გაერკვე შენს განცდებში/ფიქრებში. შექმენი სამოქმედო გეგმა, რათა გაგიმარტივდეს წინსვლა. 2. აღმოაჩინე და გამოკვეთე შენი ძლიერი მხარეები გააკეთე ზემოთხსენებული სია, რაც აუცილებლად უნდა მოიცავდეს შენი, როგორც პროფესიონალის ძლიერი მხარეების ჩამონათვალს. რა არის ის საქმე, რაშიც შენს თანამშრომლებს პროფესიონალად მიაჩნიხარ? გამოიყენე როგორც მყარი, ანუ ტექნიკური, ასევე რბილი, მაგალითად კომუნიკაციის და პრობლემის გადაჭრის უნარები. გარკვეულ სამსახურეობრივ პოზიციას და სფეროებს განსხვავებული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანი სჭირდება იმისთვის, რომ დაკისრებული საქმე ეფექტურად შეასრულოს დასაქმებულმა. შექმნილი სია გამოგადგება, რომ შენი უნარები შეადარო იმ სფეროს/პოზიციის მოთხოვნებს და გაიაზრო რამდენად შეესაბამები კონკრეტულ სფეროს. გარდა ამისა აუცილებელია მუდმივად იმუშავო უნარ-ჩვევების დახვეწასა და გამომუშავებაზე, იმისთვის რომ მეტად ღირებულ თანამშრომლად იქცე კომპანიისთვის. 3. გამოიყენე კონტაქტები თუკი შენს სფეროში პროფესიონალი ხარ და გაქვს მიღწევები, დიდი შანსია, რომ გქონდეს დამყარებილი მნიშვნელოვანი კონტაქტები. არ მოგერიდოს შენს ძველ თანამშრომლებს და კოლეგებს სთხოვო დახმარება კარიერის შეცვლის და სამსახურის ძებნის პროცესში. თუ აქამდე ასეთი ტიპის კონტაქტების დამყარება ვერ მოახერხე, მაშინ ახალი ადამიანების გასაცნობად საუკეთესო საშუალეებაა სოციალური ქსელები, განსაკუთრებით კი linkedin-ი. სტატიის ავტორი: ნატალია სიდამონიძე |