საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები, სწორი პასუხები და შეფასების კრიტერიუმები გამოქვეყნდა – გამოცდები 2021

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 26 აგვისტოს 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების პირველადი შედეგები, სწორი პასუხები და შეფასების კრიტერიუმები გამოაქვეყნა. კერძოდ, ოთხივე ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა, ანალიტიკური წერა) პირველადი შედეგები.

იხილეთ 2021 წლის მაგისტრობის მსურველთა შედეგები

იხილეთ ტესტების ნაწილების სწორი პასუხები და შეფასების კრიტერიუმები

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.

შედეგების გაგებას მაგისტრანტობის კანდიდატები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება 27 აგვისტოს. დეტალები გამოქვეყნდება.