საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

საავიაციო უნივერსიტეტმა დაარსებიდან მოკლე პერიოდში მრავალი მფრინავი და
ავიასპეციალისტი მოუმზადა, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნებს.
უნივერსიტეტს დღეისათვის გააჩნია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-
ტექნიკური ბაზა.
მომავალ პროფესიონალ პილოტთა და ავიასპეციალისტთა პრაქტიკული
მომზადების მიზნით, უნივერსიტეტის მფლობელობაშია ქალაქ თელავში მდებარე
თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი, თელავის ერეკლე
მეორის სახელობის აეროპორტი „მიმინო“, თვითმფრინავები – Cessna-152, Aeroprakt
A-22, Tecnam P2006T, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე ანგარში
მოწყობილი ტექნიკური მომსახურების სასწავლო საწარმო, რომელშიც
განთავსებულია საჰაერო ხომალდი Boeing 737-200, თბილისის სასწავლო
კორპუსებში EASA-ს სტანდარტების შესაბამისი FNPT II MCC კლასის
თვითმფრინავის და შვეულმფრენის საწაფები (სიმულატორები),
კეთილმოწყობილი სპეციალიზირებული ლაბორატორიები და სხვა. უნდა
აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტს გააჩნია როგორც ქართულენოვანი ასევე
ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რაც საშუალებას გვაძლევს
პრესტიჟულ პროფესიებს დაეუფლონ, როგორც საქართველოს, ასევე უცხო
ქვეყნის მოქალაქეები.

უნივერსიტეტში მოღვაწეობენ ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებლები,
გამოცდილი მფრინავ-ინსტრუქტორები და დარგის პროფესიონალი პერსონალი.
სწორედ ყველა მათგანის უდიდესი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ავტორიზაციის
საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენი სასწავლო დაწესებულება უნივერსიტეტის
სტატუსს ატარებს.
უნივერსიტეტს გააჩნია 3 ფაკულტეტი: საფრენოსნო მომზადების, საინჟინრო და
ბიზნესის ადმინისტრირების. უწყვეტი განათლების მიღების მიზნით,
ფუნქციონირებს საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრი. უნივერსიტეტი
ჩართულია სტუდენტური და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში
სხვადასხვა ქვეყნების პარტნიორ უნივერსიტეტებთან.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი სწავლებას ახორციელებს ავიაციის
დარგის სხვადასხვა მიმართულებით. დღემდე უნივერსიტეტმა მრავალი
მაღალკვალიფიციური ავიასპეციალისტი მოამზადა, რომელთა უმრავლესობა

დასაქმებულია და წარმატებით ართმევს თავს თავიანთ სამსახურეობრივ
მოვალეობებს, როგორც ადგილობრივ ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედ
ავიასაწარმოებში. მრავალი მათგანი ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობს
სამოქალაქო ავიაციის მმართველ ორგანოებში, აეროპორტებში, ავიაკომპანიებში
და დარგში მოქმედ სხვა საწარმოებში.
საგანმანათლებლო პროგრამების ძირითად მახასიათებლად აგრეთვე უნდა
ჩაითვალოს ის გარემოებაც, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღნიშნული
პროგრამების კურსდამთავრებულთა თეორიული სწავლებისა და სასწავლო
პრაქტიკული სტაჟირების შედეგად მიღებული ცოდნა და პრაქტიკული
გამოცდილება დასტურდება ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ
გაცემული მოწმობით, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო საავიაციო ორგანოს
(ICAO)-ს მიერ, რაც თავის მხრივ კურსდამთავრებულთა დასაქმების აუცილებელი
პირობაა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნის ავიასაწარმოებში.