საქართველოში სტუდენტების მხოლოდ 17-%-ია აცრილი

დღეს, 13 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სტუდენტების აცრის სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტემპი არ არის სახარბიელო.

„სამწუხაროდ, ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. 138 ათასამდე სტუდენეტია საქართველოში – ბაკალავრები, მაგისტრანტები, დიქტორანტები. აქ აცრის საშუალო მაჩვენებელი 17%-ია. სტუდენეტებში გადატანილი ინფექცია გვაქვს 9,5%-ში. მოვუწოდებ სტუდენტებს, უფრო აქტიურად, თუ გვინდა რომ დასწრებული სწავლება იყოს“, – განაცხადა გამყრელიძე.