სკოლებში სექტემბრიდან შეფასების ახალი სისტემა დაინერგება

 etaloni.ge-ს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და განვითარების სამმართველოს ექსპერტმა, ნიკოლოზ სილაგაძემ ექსკლუზიურად განუცხადა, სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლისთვის შეფასების ორ მოდელს, მესამე დაემატება:

„აქ საუბარია იმაზე, რომ სკოლებს აქვთ ორი ალტერნატივა შეფასების სისტემასთან დაკავშირებით; ახლა კი განხილვები მიდის და აგიხსნით, რას გულისხმობს მესამე ვარიანტი:

დავიწყოთ იმით, რომ განმსაზღვრელი შეფასების გაუქმების შესახებ საუბარი არ არის. ერთ-ერთი ვარიანტით, მოსწავლის წლიური  ნიშანი იწერება საშინაო, საკლასო შემაჯამებელ დავალებებში მიღებული ნიშნების საშუალო არითმეტიკულით; მეორე ვარიანტია – მხოლოდ შემაჯამებლით აფასებს სკოლა, აქ თავად ირჩევენ შემაჯამებლის რაოდენობას და მესამე ვარინტი გულისხმობს იმას, რომ იქნება ერთი კომპონენტი ერთი, ნიშანი კი თემის ბოლოს დაიწერება, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს, მოსწავლეს არასასურველი შეფასების გამოსწორების საშუალება მიეცემა“.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ შეფასების მესამე ვარიანტი ჯერ არ დანერგილა, სავარაუდოდ ამ სიახლეს ხელს არაფერი შეუშლის, ოღონდ სკოლებს, როგორც სილაგაძემ განმარტა, შეფასების მხოლოდ ერთი კრიტერიუმის არჩევის საშუალება ექნებათ.