სტიპენდია მთარგმნელებისთვის : კონკურსის შედეგები

“თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” მთარგმნელთა სტიპენდიის კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. სტიპენდიის ფარგლებში, ხუთ მთაგმნელს, მათ მიერ არჩეული ენის შესწავლა დაუფინანსდება.

აქცენტი, მეტწილად, გაკეთებულია ენებზე, საიდანაც ლიტერატურა ქართულად იშვიათად ითარგმნება.

გამარჯვებული მთარგმნელები:

  • თამთა მელაშვილი – პორტუგალიური
  • მარიამ ბერძენიშვილი – ჩინური
  • ლილი ხმალაძე – იტალიური
  • დათა ხარაიშვილი – ფრანგული
  • ლიკა ლონდარიძე – პორტუგალიური

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.