სტუდენტური ცხოვრების უპირატესობები

ჩვენს ცხოვრებაში სტუდენტობა ერთ-ერთი,მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მომენტია.ამ დროს ადამიანი მეტად დამოუკიდებელი ხდება და ცხოვრების სირთულეებთან მარტო იწყებს გამკლავებას, ამიტომაც სტუდენტობა წახალისებულია უნივერსიტეტების, სამინისტროს, კერძო და საჯარო სტტრუქტურების მიერ სტიპენდიებით, აქტივობებითა და შეღავათებით, რათა ეს უმნიშვნელოვანესი წლები საინტერესოდ გაატაროს ადამიანმა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება შეძლოს.

ამ შეღავათების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი “სტუდენტური ბარათია”, რომელიც მუდმივ შეღავათებს გვთავაზობს ისეთ სფეროებში როგორებიცაა:

ინტერნეტი, ტექნიკა და მობილური ოპერატორები

ტრანსპორტი და მოგზაურობა

სილამაზე

წიგნები

შოპინგი

რესტორნები, კაფე-ბარები

სპორტი

განათლება

სხვადასხვა

კინო, თეატრი, მუზეუმი

გართობა

ჯანმრთელობა

მოკლედ, ყველაფერი შენს ხელთაა, აუცილებლად გამოიყენე შეღავათები რომელსაც ეს ბარათი გაძლევს, დაზოგე ფინანსები, მიიღე ცოდნასთან ერთად მაქსიმალური სარგებელი ცხოვრებისგან და ეს წლები აუცილებლად  ნაყოფიერი, აქტიური და ბედნიერი იქნება.

მეტი ინფორმაციისთვის: http://studentcard.mes.gov.ge/

Tags: