,,სწავლა და გართობა!”- ბლიც-ინტერვიუ რუსკა მაყაშვილთან

studyprogrammes.ge აგრძელებს რუბრიკას ბლიც-ინტერვიუს ინფლუენსერებთან და წარმატებულ ადამიანებთან. ჩვენი რუბრიკის შემდეგი სტუმარია ყველასათვის საყვარელი , უნიჭიერესი და პოზიტიური, მსახიობი და ტელეწამყვანი – რუსკა მაყაშვილი.

გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს რუსკასთან:

-რა გინდოდა, რომ გამოსულიყავი ბავშვობაში?

-ბავშვობაში მინდოდა მსახიობობა.

-რა პროფესია აირჩიეთ და სად ისწავლეთ ?

-ვისწავლე თეატრალურ უნივერსიტეტში, პროფესია-თეატრისა და კინოს მსახიობი.

-რა გახსენდებათ ყველაზე დადებითად სტუდენტობის პერიოდში?

-ყველაზე დადებითად სტუდენტობის პერიოდში ბევრი რამ მახსენდება.

-რას საქმიანობთ ახლა ?

-ახლა ვარ მსახიობი და ტელეწამყვანი, ვზრდი ორ შვილს.

-გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები

-სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება საიდუმლოა.

-და ბოლოს, რას ურჩევთ ახალგაზრდებს?

– სწავლა და გართობა!

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ