აბიტურიენტები, რომლებმაც უმაღლესი ქულები მიიღეს უცხო ენის გამოცდაში

2021 წლის 3 აგვისტოს „ნაეკ“-მა უცხო ენის ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა, გთავაზობთ უმაღლესი ქულის მქონე აბიტურიენტების კომენტარებს, თუ რამდენ ხანს ემზადებოდნენ, რა პროფესია სურთ მომავალში და რა გრძნობა დაეუფლათ როდესაც შესანიშნავი ქულის შესახებ გაიგეს, იხილეთ სტატიაში.

 

ქრისტინე მახატლიშვილი, კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტ სოფელ ზემო ხოდაშენი

ინგლისურ ენაში მაქსიმალური, 80 ქულა ავიღე. მე-10 კლასში მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამა Fფოტოს გახსნაLEX-ის საშუალებით აშშ-ში ვსწავლობდი, წელს კი დამოუკიდებლად ვემზადებოდი გამოცდისთვის. ბოლო 1 თვე მოვემზადე არაჩვეულებრივ მასწავლებელთან, ნაზი გიგიაშვილთან, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ასეთი ქულის აღებაში. ველოდი, რომ მაღალ ქულას ავიღებდი, თუმცა გამოცდის სტრესის გათვალისწინებით, ბევრი დამეთანხმება, რომ ძალიან მარტივია გაუთვალისწინებელი შეცდომების დაშვება. 80 ქულა საოცრად გამიხარდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შრომითა და მონდომებით ყველაფერი შესაძლებელია. მინდა, რომ სწავლა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე გავაგრძელო. უდიდესი მიზნები მაქვს და ვთვლი, რომ ინგლისურში მაქსიმალური ქულა და ქართულში 69 ქულა 70-დან ამ მიზნებისკენ გადადგმული ნაბიჯებია.

 

ლიზა ფარცვანია, 18 წლის, ზუგდიდის რაიონ სოფელ ყულიშკარი

უცხო ენაში, კერძოდ, ინგლისურში, ავიღე 76 ქულა სკოლიდან საკმაოდ მყარი საფფოტოს გახსნაუძველი მქონდა, ამიტომ ერთი წელი ვემზადებოდი ეროვნული გამოცდებისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ველოდი, 1-2 ქულით მეტსაც კი ვაბარებ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე, საბოლოო მიზანი დიპლომატობაა, თუმცა მანამდე, ვფიქრობ, არაერთ სფეროში მომიწევს თავის გამოცდა. ტრენინგს ვესწრებოდი, როცა გავიგე, ინგლისურის ქულა დაიდოო. სასწრაფოდ შევედი და ძალიან ბედნიერი ვიყავი ჩემი ქულის ნახვისას, მივხვდი, რომ შრომამ შედეგი გამოიღო. ოჯახის წევრებმა უკვე იცოდნენ ქულა, წინასწარ დავუტოვე მონაცემები, რომ ეთქვათ, თუ ვერ მოვახერხებდი შესვლას. ყველა მილოცავდა, ძალიან სასიამოვნო იყო… ტრენინგის მონაწილეებმაც კი ტაშით გამამხნევეს. განსაკუთრებით რეპეტიტორის კმაყოფილებით სავსე სიტყვებმა მოგვანიჭა ბედნიერება, არა მხოლოდ მე, არამედ ყველა მის აბიტურიენტს.

 

სოლომონ ჯაყელი, 18 წლის, ბათუმი

გამოცდაში, ავიღე 77 ქულა. კერძოდ ინგლისურში გაძლფოტოს გახსნაიერებულად ვემზადებოდი 4 წელი. ველოდი მსგავს ქულას, 75-80 ფარგლებში. ავირჩიე ფინანსების ფაკულტეტი, ფინანსები ბევრ რამეს მოიცავს და შესაბამისად არ მაქვს ასე ზუსტად გადაწყვეტილი ჯერჯერობით რა პროფესიას დავეუფლები საბოლოოდ, ეს იქნება პოლიტიკა, ბიზნესის ადმინისტრირება საბანკო საქმეები თუ სხვა. ძალიან გახარებული და ამაყი ვიყავი იმ მომენტში. პირველ რიგში გავაგებინე მშობლებს.

 

 

ლევანი ფილფანი, 18 წლის, ზემო სვანეთი, სოფ. ლენჯერიფოტოს გახსნა

77 ქულა, ავიღე გამოცდაში ინგლისურთან სულ ახლოს ვიყავი, ბოლო წლების განმავლობაში თითქმის სულ ინგლისურ ენაზე ვუყურებდი ფილმებს, შესაბამისად ბევრი მუშაობა არ დამჭირვებია გამოცდებისათვის მომზადების პროცესში. ბოლო წლის განმავლობაში თავისუფალი უნივერსიტეტის ორი მიხალისე სტუდენტის, მარიამისა და ნათიას, დახმარებით ვემზადებოდი ონლაინ. სიმართლე გითხრათ, ველოდი მაღალ ქულას, რადგან დაწერილი მქონდა წინა წლების ნიმუშები და ვიცოდი რა სირთულისაც იყო ტესტ კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე მინდა ჩაბარება და მინდა, რომ software engineering-ის ან მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით ვიმუშაო. ძალიან გამიხარდა და როგორც კი ვნახე ქულა, დედაჩემს დავურეკე. საკმაოდ გრძელი, დამღლელი და სტრესული ერთი წლის შემდეგ კარგი ამოსუნთქვა იყო, თან ყველაზე კარგი მომენტი ის არის, რომ შრომა დამიფასდა და მოვახერხე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდაზე რეალიზება.

 

 

ამინა ხანგოშვილი, პანკისის ხეობა

79  ავიღე, 1 ქულა, რაც დამაკლდა ისიც ესეში, რომელზე გამოდავებაც შემიძლია. არც ინგლისურში არ მივლია კერძო რეპეტიტორთან. თუმცა ჩემს ამ შედეგში უდიდესი წვლილი მიუძღვის პანკისის ხეობაში მოქმედ ინგლისური ენის სასწავლო RSF-ის ფონდს. ცხადია, ველოდი მაღალ შედეგს, როცა იცი შენი შესაძლებლობები და რამდენი შრომა ჩადე ამაში , ამ დროს 1 ქულაც კი დასანანია ხოლმე და ფიქრობ ამის მიღებაც კი შეგეძლო.

ფოტოს გახსნაუბრალოდ მართლა აღუწერელია ის ბედნიერება, ის წამი და ის სიამაყის გრძნობა, როცა გიფასდება, ამად ღირს ყველაფერი. თუნდაც არ ვნანობ არც ერთი წამით, რომ მთელი წელი ყველაფერს ვიკლებდი, სამეცადინოს გამო მეგობრებთან გასვლასაც. ის კი არა ,სასაცილოა მაგრამ ტელეფონზე მოწერილისთვის პასუხის გაცემასაც კი ვერ ვასწრებდი, ასე ძალიან დრო და მისი მნიშვნელობა არ დამიფასებია, ყოველი წამი რომ გათვლილი გაქვს, მეშინოდა რომ ჩამძინებოდა და ეს დრო დამეკარგა მეცადინეობის გარეშე. ხშირად ჩემები მეუბნებოდნენ ,,ასე თუ გააგრძელე ეროვნულებამდე ვერ მიაღწევ”, დროს ჭამისთვისაც კი ვერ ვიმეტებდი, ნამდვილი დროის მანიაკი ვარ. თუმცა, მიუხედავად საშინელი გრაფიკისა, უძილობისა, წონაში დაკლებისა და სრული გადაწვისა, ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა, ამ ყველაფრად ეს ღირდა, ამ ბედნიერებას ნამდვილად ვერაფერი ჩაანაცვლებს. ქულის ნახვის ემოციები ხომ საერთოდ სასწაულია, ჩემს თავს არ ვგავდი. პირველი დავურეკე ჩვენი RSF-ის ფონდის მასწავლებელსა და დირექტორს, რომელმაც მაღალი ქულის შემთხვევაში ,,მაღარიჩი იკისრა” , მთელი ძალით დავიყვირე ქულა და ჩემი პირველივე წინადადება ,,მაღარიჩის” შეხსენება იყო. მოკლედ გადარეულს ვგავარ ეს დღეები.

 

შოთა კევლიშვილი, 17 წლის-საგარეჯოფოტოს გახსნა
გამოცდაში ავიღე 77 ქულა. ვემზადებოდი 8 თვე. ასეთ შედეგს არ ველოდი მეგონა, რომ სადღაც 65ს ავიღებდი,
მაგრამ თითქმის მაქსიმალური დამიწერეს. რაც შეეხება პროფესიას, ვაბარებ საფრენი აპარატების ექსპლოატაციაზე. ხოლო პირველი რაც ვიგრძენი ეს იყო დაბნეულობა, ვერ ვიჯერებდი რომ ამდენი ავიღე, ხოლო პირველი ვინცა ჩემი ქულა გაიგო ეს იყო დედაჩემი.
სალომე ჟოჟაძე, 17 წლის, ბათუმი
ინგლისურში ავიღე 76 ქულა. დამატებით არ ვმეცაფოტოს გახსნადინეობდი, სკოლაში მამზადებდნენ. დაახლოებით ამ ქულას ველოდი. რაც შეეხება მომავალ პროფესიას, სამედიცინოზე ვაბარებ. ნამდვილად კარგი გრძნობაა, როდესაც მოლოდინი გიმართლდება და სწორედ ეს ემოცია გავუზიარე დედას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მგულშემატკივრობდა.
ანი ჩარკვიანი, 17 წლის, თბილისიფოტოს გახსნა
79/80 ავიღე ინგლისურის გამოცდაში, სკოლის პერიოდში 2 წელი ვემზადებოდი და აბიტურიენტებისას ბოლო 5 თვე მოვემზადე ინგლისური არასდროს მიჭირდა და ველოდი კიდეც მაღალ ქულას. უმაღლესი შედეგის დადება მინდოდა, თუმცა გამოსვლისას მივხვდი, რომ ერთი ტესტი არასწორად შემოვხაზე სამედიცინოზე ვაბარებ და მინდა ცხოვრებისეული ოცნება ავიხდინო, ექიმი გავხდე. ძალიან გამიხარდა, რომ საკმაოდ მაღალი ქულა ავიღე, პირველი მეგობარს ვუთხარი და ჩემსავით მასაც იმ 1 ქულაზე სწყდებოდა გული.
ცოტნე ბარბაქაძე, 18 წლისფოტოს გახსნა
80 ქულა ავიღე გამოცდაში, რისთვისაც 10 თვე ვემზადებოდი, ქულასაც დაახლოებით მაგდენს ველოდი და პროფესია ჯერ არ ვიცი ბოლომდე, ქულის გაგება ძალიან გამიხარდა და პირველად მეგობარს ვუთხარი.
თორნიკე ადუაშვილი, 18 წლის, თბილისიფოტოს გახსნა
78 ქულა ავიღე გამოცდაში და ინგლისურში 5-6 წელი ვემზადებოდი, ქულას რაც შეედება ნამდვილად ველოდი, ვაპირებ არქიტექტურაზე ჩავაბარო, ძალიან გამიხარდა ქულის გაგება მიუხედავად იმისა რომ ასეთ ქულას ველოდი, პირველი რა თქმა უნდა ოჯახის წევრებს ვუთხარი.
თეკლა მერკვილაძე, 18 წლის, თბილისიფოტოს გახსნა
76 ქულა ავიღე გამოცდაში, რისთვისაც 3 წელი ვემზადებოდი, უფრო მეტს ველოდი, თემაში მექანიკურმა შეცდომებმა და 1 წინდებულმა დამხია უკან. მომავალი ბიზნეს ადმინისტრატორი(ფინანსისტი) ვარ პირველად,რომ ქულა ვნახე, თან გამიხარდა, თან ცოტა გული დამწყდა. დედას ვუთხარი პირველს.
სალომე გოგებაშვილიფოტოს გახსნა
79 ქულა ავიღე, ინგლისურ ენაში არ მოვმზადებულვარ არასდროს, ჩემით ვმეცადინეობდი ბევრს. ყოველთვის დიდი ინტერესი მქონდა უცხო ენების მიმართ: ვუსმენდი,ვუყურებდი,ვკითხულობდი და ვსაუბრობდი, ეს ყოველივე დამეხმარა სასურველი შედეგის მიღწევაში.  დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში. ვიცოდი, რომ ჩემი შესაძლებლობები კარგად გამოვიყენე. სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვაპირებ, საბოლოოდ კი ჩემ თავს ქვეყნის მმართველ სტრუქტურებში ვხედავ. იმის მიუხედავად, რომ მაღალ შედეგს ველოდი, მაინც ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ვერ მიმეღწია იმისთვის, რაც მსურდა. როცა საბოლოოდ ეს ქულა დავინახე ,შვებით ამოვისუნთქე და გვერდით მყოფ დედას შევატყობინე, რომელიც იმ მომენტში ფრანგულის გაკვეთილს ატარებდა, თუმცა ეს ხელის შემშლელი ფაქტორი დიდი სიხარულით მიიღო.
გიორგი ახალკაციშვილი, 18 წლის, თბილისიფოტოს გახსნა
78 ქულა ავიღე და 1 წელი ვემზადებოდი. ქულას, მეტსაც ველოდი და ველოდები, რომ აპელაციის შემდეგ სრული ქულა იქნება.ეკონომისტი/ფინანსისტი ვიქნები მომავალში უკეთესს შედეგს ველოდი და ცოტათი გული დამწყდა. პირველი ოჯახის წევრებს ვახარე ეს შედეგი.
გიორგი სირბილაძე, თერჯოლაფოტოს გახსნა
76 ქულა ავიღე და 1 წელი ვემზადებოდი, ეკონომიკაზე ვაბარებ, სანამ ქულას ვნახავდი მუცელში პეპლები დაფრინავდნენ, ხოლო, როცა ვნახე ქულა ტელეფონი მივაგდე და უბრალოდ ავდექი და წავედი არ მახსოვს სად, არ მახსოვს როგორ, მაგრამ შოკიდან როგორც კი გამოვედი ჩემს დას ვუთხარი პირველი.
ანნა კიკაბიძე, 18 წლის, ქ. ახალციხეფოტოს გახსნა
80 ქულა ავიღე გამოცდაში, ვსწავლობდი კერძო სკოლა შ.პ.ს. ,,ხერხემში”, მომზადება არ დამჭირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ამ სკოლაში გაძლიერებული სწავლება გვაქვს და სკოლა თავად ზრუნავდა ჩვენს მომზადებაზე ეროვნული გამოცდებისათვის. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რეპეტიტორთან სიარულს, თორემ მე-10 კლასიდანვე მთელი კლასი ორიენტირებული ვიყავით მაქსიმალურ შედეგებზე შინაგანად მჯეროდა, რომ ამ შედეგის დადება შემეძლო, უბრალოდ გამოცდაა, ყველაფერი ხდება და ერთი-ორი ქულის ფარგლებში გადაცდომებს სრულიან შესაძლებლად ვთვლიდი. მსურს, ჩავაბარო თსუ-ს საერთაშორისო სამართალზე და გავხდე ამ დარგის სპეციალისტი. ქულა, როდესაც ვნახე, იმდენად ვღელავდი, რომ თავიდან ქართული ენისა და ლიტერატურის ქულა აღვიქვი ინგლისურის შედეგად. დადგა წამიერი იმედგაცრუების მომენტი (მოგეხსენებათ ქართულისა და ინგლისურის ქულების მაქსიმუმს შორის 10ქულიანი სხვაობაა), მაგრამ შემდეგ ქვემოთ 80-ს მოვკარი თვალი და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ინგლისურის მაქსიმალურ ქულას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი პერიოდი გავიარე უნარ-ჩვევების სრულყოფისათვის. გვერდით დედა მყავდა და სწორედ მან გაიზიარა პირველმა ეს სიხარული.
ლიზა მეგრელიშვილი, 17 წლის, თბილისიდანფოტოს გახსნა
77 ქულა ავიღე და საერთოდ არ მოვმზადებულვარ, ასეთ ქულასაც ველოდი, მომავალში იურისტობა მინდა. ქულა, გამიხარდა ძალიან ,მაგრამ მაინც ვუთხარი ჩემს თავს მეტი შეგეძლო თქო, დედა გვერდზე მეჯდა და დარეკვით ჩემს შეყვარებულს დავურეკე პირველს.
მარიამ ჯომიდავა, 18წლის, ჩხოროწყუდან
78-ქულა ავიღე, ორი წელი ვემზადებოდი ჩემი სფოტოს გახსნაკოლის ინგლისურის მასწავლებელთან, დარო მალანიასთან, რა თქმა უნდა, ასეთ მაღალ შედეგსაც არ ველოდებოდი და ძალიან გამიხარდა, პირველად მამაჩემს ვაცნობე ჩემი შედეგი, ინგლისური ენის ფილოლოგიაზე ვაბარებ და სწორედ, ამ საგანში მჭიდებოდა კარგი ქულა, ძალიან ბედნიერი ვარ და ყველას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ!
მომზადებულია: studyprogrammes.Ge მიერ