ფიზიკა, ქიმია, უნარები, გეოგრაფია, ბიოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება – გამოცდის დამატებითი სესიების თარიღები დადგინდა

იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო ქიმიის, ფიზიკის, ზოგადი უნარების, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ლიტერატურის, ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე დასწრება, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია 2021 წლის 1 და 2 აგვისტოს.

დეტალური განრიგი:

ქიმია – 2021 წლის 1-ლი აგვისტო (II სესია);
ფიზიკა – 2021 წლის 1-ლი აგვისტო (II სესია);
ზოგადი უნარები – 2021 წლის 2 აგვისტო (II სესია);
გეოგრაფია – 2021 წლის 2 აგვისტო (II სესია);
ბიოლოგია – 2021 წლის 2 აგვისტო (II სესია);
ლიტერატურა – 2021 წლის 2 აგვისტო (II სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 2021 წლის 2 აგვისტო (II სესია).