ყველა შეზღუდვა, რომელთა მოხსნა საგანმანათლებლო სფეროს ეხება

ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან ეტაპობრივად იხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაგვაცნო.

ჩვენ გთავაზობთ, ყველა იმ რეგულაციას, რომლებიც საგანმანათლებლო სექტორისთვის მოიხსნება:

კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან;

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;

სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;

გარდა ამისა, 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რომლებიც სხვა ქალაქებში ან რაიონებში დადიან, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით გაახარებთ.

ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

წყარო: etaloni.ge