შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი-უნივერსიტეტის ისტორია

ბათუმის  უმაღლესი  საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ბუსსსანრი) არისაკრედიტირებული და ავტორიზირებული უმაღლესი და პროფესიული მოდულური          საგანმანათლებლო პროგრამების მწარმოებელი დაწესებულება, რომელიც დაარსდა 2000 წელსროგორც  „საზღვაოსასწავლო-საწვრთნელიცენტრი“2005 წლისაგვისტოში , სასწავლებელმაშეიცვალასახელწოდებადადაფუძნდა, როგროც „საზღვაოსასწავლოცენტრიანრი“, ხოლო 2014 წლის 01 ივლისიდანეწოდებაბათუმისუმაღლესისაზღვაოსაინჟინროსასწავლებელიანრი(ბუსსსანრი)

 

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი მიზნად ისახავს, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში. ამ მიზნით იგი საზღვაო-სავაჭრო ფლოტისა და საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტრიის სფეროში უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის აკადემიურ და პროფესიულ განათლებას, რომელიც განხორციელდება სწავლებით, სტუდენტთა ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი კულტურული, ინტელექტუალური და პიროვნული განვითარებისათვის ჰარმონიული გარემოს შექმნით და ავითარებს საკუთარ კვლევით პოტენციალს. ამით სასწავლებელი ხელს უწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაცია.

                                                 

 

ბუსსს ანრი  სერტიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხის სისტემის ISO 9001:2015 შესაბამისად. ასევე სასწავლებელს გააჩნია  IQNet-ის სერტიფიკატი.

აღსანიშნავია სასწავლებლის თანამშრომლობა როგორც ქართულ ასევე ისეთ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სასწავლო დაწესებულებებთან როგორიც არის მაგალითად: BIMCO- ბალტიისპირეთის საერთაშორისო საზღვაო საბჭო, IASST–ის (უშიშროებისა და გადარჩენის წვრთნების (მომზადების) საერთაშორისო ასოციაცია) და Global MET–ის (გლობალური საზღვაო განათლება და მომზადება) BSAMI-ს (შავი ზღვისპირეთის საზღვაო სასწავლებლების ასოციაცია).კონსტანტასსაზღვაოუნივერსიტეტი (რუმინეთი); აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტი; ოდესის სახელმწიფო საზღვაო უნივერსიტეტი, ლიტვის საზღვაო კოლეჯი  და ა.შ. აღნიშნული სასწავლო დაწესებულებეთან და ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყონ სასწავლებლებს შორის მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებას, საუნივერსიტეტო/საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობა, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მობილობა და ერთობლივი საგანმნათლებლო პროგრამების შექმნა და იმპლემენტაცია.

                                 

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კრუინგულ და გემთმფლობელ კომპანიებთან დაწარჩინებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობასშორეულ ნაოსნობაში დასაქმების პერსპექტივითგაიარონ  სრულყოფილი საზღვაო პრაქტიკა.

                                 

 

საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად სასწავლებელი ამზადებს მაღალკვალიფიცირებულ კადრებს, რომელთაც ექნებათ პროფესიული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის, პიროვნული პოტენციალის რეალიზებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, საერთაშორისო საზღვაო კონვენციის STCW სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად და  მაღალი ეთიკური ნორმები, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე.