12 ათასზე მეტი აბიტურიენტი დღეს მათემატიკის გამოცდას ჩააბარებს – რამდენია მაქსიმალური ქულა

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 აბიტურიენტების მათემატიკის გამოცდით გრძელდება. გამოცდა ორ სესიად ჩატარდება.

 

ფოტოს გახსნა

 

რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრებში უკვე დასრულებულია და თავად გამოცდა ზუსტად 09:00 საათზე დაიწყება.

წელს მათემატიკის გამოცდაზე 12 900-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

აბიტურიენტებს ტესტზე სამუშაოდ სამი საათი აქვთ განსაზღვრული, დასაგროვებელი ქულების მაქსიმუმი კი 51-ია.

 

წყარო: edu.aris.Ge