12 წლის ბიჭმა ვეშაპის NFT-ის სანაცვლოდ 290 000 ფუნტი სტერლინგი მიიღო!

12 წლის ლონდონელმა ბიჭმა სკოლის არდადეგების დროს 290 000 ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა. ამისათვის მან პიქსელური ხელოვნების სერია შექმნა, სახელწოდებით “უცნაური ვეშაპები” და გაყიდა, როგორც NFT (არა-ჩანაცვლებადი ტოკენი). 

როგორც იცით, NFT ხელოვნების ნიმუშის “ტოკენიზაცია” საკუთრების ციფრული მოწმობის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. თავის მხრივ, ეს ხელოვნების რეალური ნაწარმოების ან მისი საავტორო უფლებების ფლობას არ გულისხმობს.

ბენჟამინ აჰმედი თავის შემოსავალს ეთერიუმის სახით ინახავს. ეს ნიშნავს, რომ მიღებული თანხის ზრდაც და კლებაც მოსალოდნელია. ამასთან, ციფრული საფულის გატეხვის ან დაზიანების შემთხვევაში 12 წლის ბიჭუნა ხელისუფლების მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

ბენჟამინის თანაკლასელებმა ჯერ არ იციან ახლად შეძენილი კრიპტო სიმდიდრის შესახებ… თუმცა მან უკვე განათავსა YouTube-ზე ვიდეო, რაც ნათლად მიანიშნებს, რომ 12 წლის ბიჭს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება აქვს.

“სხვა ბავშვებს, რომლებსაც ამ სივრცეში მოხვედრა სურთ, ვურჩევ, საკუთარ თავს პროგრამის განხორციელება არ აიძულონ. თუ მოგწონს საჭმლის მომზადება, უბრალოდ მოამზადეთ. თუ მოგწონთ ცეკვა, იცეკვეთ. უბრალოდ ყველაფერი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის შესაბამისად გააკეთეთ” – ამბობს ბენჟამინი.

საგულისხმოა, რომ ბენჟამინი და მისი ძმა მამამ, ტრადიციული ფინანსების პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელმა, წაახალისა, რომ პროგრამირების შესწავლა 5-6 წლის ასაკში დაეწყოთ. შედეგად, ბავშვებმა ტექნიკური ექსპერტების ქსელი შეიმუშავეს.

“ეს ერთგვარი სახალისო გამოცდილება იყო, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ბავშვებს მეტი შეეძლოთ. შემდეგ კი უფრო სერიოზულად მივუდექით საკითხს” – აღნიშნავს ბავშვების მამა, იმრანმა. მისი თქმით, ბიჭები პროგრამირებას დღის განმავლობაში 20-30 წუთის განმავლობაში ვარჯიშობენ.

რაც შეეხება “უცნაურ ვეშაპებს”, Minecraft-ის მიერ ინსპირირებული ადრეული კოლექციის შედეგად შეიქმნა. ამ შემთხვევაში ბენჟამინი ცნობილი პიქსელური ვეშაპის მიმმა და ციფრული ხელოვნების სტილმა შთააგონა. ამასთან, მან საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენა.

გარდა ამისა, ბენჟამინი უკვე სუპერგმირების მესამე კოლექციაზე მუშაობს, რაც საკმაოდ სტრატეგიული ნაბიჯია… დღეისათვის ხელოვნების სამყაროში NFT დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. თუმცა ჯერჯერობით საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, რადგან ტოკენებით შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს გრძელვადიან პერსპექტივად ვერ აღიქვამს.

წყარო: marketer