2021 წლის აბიტურიენტების სახალისო კომენტარები

2021 წლის ეროვნული გამოცდები დასასრულს უახლოვდება, ამ დღეების განმავლობაში აბიტურიენტები გამოცდის შემდეგ, ჩვენთან აკეთებდნენ კომენტარს და გვიყვებოდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებსა თუ მოლოდინებზე, მათ შორის იყო სახალისო კომენტარებიც, რომლებსაც სტატიაში გთავაზობთ.

“მინდა ავღნიშნო,რომ გამოცდის მსვლელობისას უფრო დიდხანს ვჯღაოდი(ვტიროდი) ვიდრე, ტესტს ვწერდი რომელ გრანტზეა საუბარი?!”

 

“რა ცოდნაც დამიგროვდა საერთოდ ვერ გამოვიყენე, არა განა რამე და გული მწყდება, უბრალოდ ამას, რომ დედაჩემი წაიკითხავს მემგონი ახალი სახლის მოძებნა მომიწევს “

 

“რა ვიცი როგორ შევაფასო გამოცდა, რა თემაში “ოთარაანთ ქვრივიდან” მოვიდა მონაკვეთი, მის შვილს რა ერქვა არ მახსოვს მაგრამ სადაც ეგ ბიჭი იყო ის მონაკვეთი მოვიდა ახლა რომ ვფიქრდები, ეგეც არ მახსოვს და კაცმა არ იცის იქ რა ვიბოდიალე.”

 

“იმედია ჩემი დაბადების დღის მერე გახდება  ქულები ცნობილი, თორემ ის იდეა, რომ დაბადების დღეს ქუჩაში შევხდები არ მომწონს.”

 

“პრაიდზე არ წავედი, ახლა ყველაზე მეტად მჭირდება ღმერთის თანადგომა და არ მინდა, რომ რამე მივქარო უნებლიედ.”

 

“წესით საკუთარი ცოდნის იმედზე უნდა შევსულიყავი, ეგრეც ვქენი, მაგრამ მათემატიკის ტესტს, რომ გადავხედე მივხვდი, რომ მარტო დედაჩემის ლოცვა მიშველიდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ იქიდან ქვითინით გამოვედი, მგონი ეგეც არ შეისმინა ღმერთმა.”

 

“გრანტს რამდენად ავიღებ არ ვიცი, თუმცა იმედი მაქვს რა ვიცი ცოდნა არ მქონდა და იმედი მაინც მქონდეს.”

 

“არ ვიცი როგორ შევაფასო ან 70 ქულაზე დავწერე გამოცდა ან 20ზე გააჩნია ისინი რა კუთხით შეხედავენ, ჩემი აზრით გასანულებელი, არაფერი დამიწერია, მაგრამ მე რა ვქნა ეხლა იმათ თუ არაადეკვატურად მოეჩვენებათ, უბრალოდ ეს ოჯახში როგორ შევაპარო ხალხს წარმოდგენა არა მაქვს.”

 

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ