2021 წლის მასწავლებელთა გამოცდის შედეგები პროფესიულ უნარებსა და კიდევ 6 საგანში გამოქვეყნდა

2021 წლის მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გამოცხადება გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, დღეს, 27 აგვისტოს, კიდევ 7 ტესტირების შედეგები და შეფასების სქემები გამოაქვეყნა. ესენია: ქართულ ენასა და ლიტერატურა (VII-XII), მათემატიკა (VII-XII), ისტორია, სამოქალაქო განათლება, პროფესიულ უნარები, მუსიკა და ფიზიკურ აღზრდა და სპორტი.

იხილეთ შ ე დ ე გ ე ბ ი

იხილეთ შეფასების სქემები

შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი)საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

საგამოცდო ცენტრის ცნობით, სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. სააპელაციო განაცხადების მიღება კი პირველადი შედეგების გამოქვეყნების დასრულებისთანავე დაიწყება.

ცნობისთვის, მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია წელს 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.