როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის? (3 მარტივი ნაბიჯი)

როდესაც საქმე გასაუბრებას ეხება, წარმატებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს სათანადოდ მომზადება თამაშობს. მოუმზადებლად წასვლა შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც პოტენციური დამსაქმებლის, ასევე შენი დროის ფუჭად კარგვად. არის გარკვეული საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ინტერვიუსთვის მომზადებისას.

საზოგადოდ, ჩვენი შიშების უმრავლესობას უცნობი გარემო, ადამინები და სიტუაციები იწვევს. სამსახურეობრივი ინტერვიუს დროს ეს ყველაფერი ერთიანდება და ადამიანში იწვევს შფოთს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ 1 კვირით ან მინიმუმ 1 დღით ადრე მოვემზადოთ კონკრეტული კომპანიის გასაუბრებისთვის, რათა საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ, როგორც საუკეთესო კანდიდატი.

გთავაზობთ 3 მარტივ ნაბიჯს, რომელიც ინტერვიუსთვის მომზადების პროცესში დაგეხმარება

 

1. მოიძიე ინფორმაცია

იმ დროისთვის, როცა პოტენციური დამსაქმებელი დაგიკავშირდება, აუცილებელია, რომ კოპანიის შესახებ მცირე ინფორმაცია მაინც გქონდეს მოძიებული და იცოდე მათი საქმიანობის სფეროს შესახებ. როდესაც კავშირი დამყარდება შენსა და HR-ს შორის, დროა დაიწყო უფრო ღრმა “კვლევა” და სხვადასხვა წყაროს დახმარებით გაერკვე კომპანიის ღირებულებებში, მისიასა და მათ მიერ განხორციელებულ პროექებში.

მსგავსი ინფორმაცია გასაუბრების მიმდინარეობისას გაძლევს უდიდეს ბენეფიტს და გეხმარება HR-ის კეთილგანწყობა მოიპოვო.

ასევე აუცილებელია გაითვალისწინო კომპანიის ადგილმდებარეობა, რათა განსაზღვრო რამდენი ხანი დაგჭირდება ადგილზე მისასვლელად. გახსოვდეს, რომ პუნქტუალურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

2. მოემზადე კითხვებისთვის

კიდევ ერთი აპრობირებული გზა ინტერვიუსთვის მომზადების პერიოდში, კითხვების წინასწარ მომზადებაა. გადახედე კითხვებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად სვამენ გასაუბრების დროს და გქონდეს შენი პასუხების მონახაზი. ამით მოგემატება თავდაჯერებულობა და დაბნეულობა ნაწილობრივ გაგიქარწყლდება.

 

 

3. ჩაიცვი შესაბამისი სამოსი

გასაუბრებისთვის გასაუბრების წარმატებით დასრულებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შენს მიერ შერჩეული სამოსი თამაშობს. აუცილებელია ინტერვიუზე პოზიციისა და კომპანიის შესაბამისი ჩაცმულობით წარსდგე. ეს HR-ს უტოვებს განცდას, რომ შენი და კომპანიის ღირებულებები ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის, რაც შემდგომში ზრდის თანამშრომლობის შანსებს.

 

სტატიის ავტორი:

ნატალია სიდამონიძე