6 ფილმი, რომელიც ინგლისური ენის შესწავლაში დაგეხმარება

გარდა რეპეტიტორებთან მომზადების და წიგნების კითხვის , ერთი-ერთი საუკეთესო საშუალება, რომელიც ინგლისურის შესწავლაში დაგეხმარებათ ფილმების ყურებაა.

სტატიაში გთავაზობთ 6 ფილმს , რომელიც ინგლისური ენის დაუფლებაში დაგეხმარებათ.

1.The hunger games (შიმშილის თამაშები) – მთხრობელი 16 წლის გოგონა ქეთნის ევერდინია, რომელიც პოსტ-აპოკალიპტურ მსოფლიოში ცხოვრობს, რომელსაც მეტროპოლისი კაპიტოლიუმი მართავს. შიმშილის თამაშები ყოველწლიური სატელევიზიო ღონისძიებაა, რომელშიც 12-დან 18 წლამდე ერთი ბიჭი და ერთი გოგონა მონაწილეობს. მათ 12 რაიონიდან ლატარიით ირჩევენ. მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩება. დამაინტრიგებელ შინაარსთან ერთად , ფილმი დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ თქვენი ინგლისურის დონე.

2. Forrest gump (ფორესტ გამპი) – ამ ფილმში მონაწილე მსახიობი ტომ ჰენკსი ისე ნელა და გამოკვეთილად საუბრობს, რომ ინგლისურის შესწავლის დამწყებიც კი ადვილად გაარჩევს დიალოგებს.

3. Shrek (შრეკი) – ეს მხიარული მულტფილმი ინგლისურის შესასწავლად შესაფერისია, როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ხუმრობებისა და სიმღერების დიდი რაოდენობა არ მოგბეზრდებათ.

4.Home alone ( მარტო სახლში) – ყველასათვის საყვარელი ეს ფილმი,რომელიც გვიყვება მარტო სახლში დარჩენილ ბიჭუნაზე , აუცილებლად უნდა ნახოთ ინგლისურად.

5.Bridget Jones’s Diary (ბრიჯიტ ჯონსის დღიური) – ფილმი ძალიან საინტერესოა, მსახიობ რენე ზელვეგერის მეტყველება კი ნამდვილად საუკეთესო .

6.Pulp Fiction (მაკულატურა) – ამ ფილმის მთავარი გმირები თავისებურად მეტყველებენ ,თუმცა გაგება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ