18 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ადიგენის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „ადიგენის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული დიდი სმადის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ ხარშილაძემ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.

ადიგენელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 16 ივნისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 72 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 18 ივნისს „ადიგენის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.

გამარჯვებული, დიდი სმადის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ ხარშილაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სახელით დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ადიგენელი მოსწავლე „ეტალონის“ და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში – ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.

გთავაზობთ ადიგენის მუნიციპალიტეტის კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:

წყარო: etaloni.ge