ONLINE ვორქშოპი სასწავლო დაწესებულებებისთვის

STUDYPROGRAMMES.GE გუნდის მიერ ტარდება ONLINE ვორქშოპი სასწავლო დაწესებულებებისთვის, თემაზე: “როგორ მოვიზიდოთ სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე”სამშაბათს, 6 ივლისს, 16:00 საათზე.

ვორქშოპი განკუთვნილია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, კოლეჯებისა და ტრენინგ ცენტრების დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებისთვის და სხვა თემით დაინტერესებული პირებისთვისაც.

განსახილველი თემები:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებების პოზიციონირების 2021 წლის ტრენდები
  • როგორ და სად ეძებენ ახალგაზრდები სასწავლო პროგრამებს, სტატისტიკური მონაცემები
  • სასწავლო პროგრამის სწორი პოზიციონირების და მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციის ხერხები
  • სწორი კონტაქტის წერტილების შერჩევა მიზნობრივ აუდიტორიაზე – მასობრივი წვდომა
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველაზე ხშირი შეცდომები კამპანიების წარმოებისას

ვორქშოპი მომზადებულია studyprogrammes.ge გუნდის მიერ.
შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი.


ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს სასურველი სასწავლო პროგრამების შერჩევაში და განათლების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის მარტივად და სწრაფად მოპოვებაში და ეს ყველაფერი ერთ სივრცეში.

ჩვენ ვეხმარებით სასწავლო დაწესებულებებს – მიზნობრივ აუდიტორიასთან ეფექტურ კომუნიკაციაში, მათი უნიკალური რესურსის სწორ პოზიციონირებაში, ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციაში და სტუდენტების მოსაზიდი აქტივობების/კამპანიების დაგეგმვაში.

გაიცემა ვორქშოპში მონაწილეობის სერტიფიკატი!
თუ გსურთ რომ ჩაერთოთ? დარეგისტრირდით ახლავე: https://cutt.ly/omdx1nS