2021 წლის აბიტურიენტების კომენტარები ქართულის გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ.

 

დღეს, აბიტურიენტებმა ქართული ენის გამოცდა დაასრულეს, რამდენიმე აბიტურიენტმა კი ჩვენს კითხვებსაც გასცა პასუხი, თუ რამდენად კმაყოფილები არიან საკუთარი თავით და რას ფიქრობენ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, როგორ იმედებს ამყარებენ და რას გეგმავენ სამომავლოდ. სტატიაში იხილავთ მათ კომენტარებს გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ

 

სალომე კალანდაძე-ადიგენიდან

გამოცდა იყო საშუალო სირთულის, თუმცა ვთვლი, რომ საკმაოდ კარგად გავართვი თავი. აბიტურიენტობის პერიოდში დიდი დრო დავუთმე მეცადინეობას, იმედი მაქვს, შედეგიც შესაბამისი იქნება. ყველაზე მეტად ანალიზი გამიჭირდა. დროის ფაქტორის გამო, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები ვერ დავწერე სათანადოდ. გამეხარდა როდესაც ესეს სათაური წავიკითხე, რომელიც იყო ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებაზე. აღნიშნულ თემაზე მქონდა საკმაოდ მყარი არგუმენტები.

შემდეგი გამოცდა მაქვს 6 ივლისს 8საათზე

დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ვაბარებ.

ია უსუფაშვილი-ბოდბედან

გამოცდა არ იყო დიდად რთული, მაგრამ მხატვრული ანალიზის პროზაში იყო განსხვავებული ტექსტი და ცოტა გამიჭირდა მისი დაწერა, თუმცა საბოლოო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევრით. ძალიან მომეწონა რედაქტირება, რადგან ძალიან ადვილი იყო, ესეც მომეწონა და გამიხარდა რომ კარგი ესე შემხვდა.

შემდეგი გამოცდა მაქვს რვა ივლისს

მე ძალიან მაინტერესებს ტექნოლოგიების სფერო, ამიტომ საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გადავწყვიტე ჩაბარება

კიდევ ერთს დავამატებ გამოცდის სირთულეზე. ზოგი იტყვის, რომ ადვილი იყო გამოცდა, ზოგი კი პირიქით, მაგრამ რეალურად ეროვნული გამოცდების სხვადასხვა ვარიანტებში სირთულე თანაბრადაა გადანაწილებული, შესაბამისად ვინც უფრო მეტი იცის, ის კარგად დაწერს და იტყვის, რომ ადვილი იყო, ხოლო ვინც არ იცის, მაშინ გავრცელდება ხმა, რომ ტესტი ძალიან რთული გახლდათ

ამიტომ ვფიქრობ, რომ პირობები, დავალებების სირთულე და სამუშაო ყველასთვის თანაბარია, ცოდნა კი ინდივიდუალურია და ამის გამო ტესტი ზოგს რთული მოეჩვენება, ზოგს ადვილ

ასევე გამოცდის საკითხებითაც კმაყოფილი ვარ და მიმაჩნია, რომ იქ რთული და გადასალახი არაფერი არ ყოფილა, რასაც შეიძლება აბიტურიენტი დაებნია ან რაიმე მსგავსი. ტესტი იყო საკმაოდ ნორმალური, ისეთი, რომ ყველას შეეძლო მისი დაწერა

 

ლადო სიმონიანი-თბილისიდან

ქართულში მქონდა გამოცდა 1 ივლისს საკმაოდ ადვილი იყო ყველაფერი პროგრამული პროგრამის ფარგლებს არ გასცდენია არაფერი არ გამჭირვებია პირადად მე შემდეგი გამოცდა 7 ივლისს მაქვს შემდეგ კი 13 ივლისს იურიდიულზე ვაბარებ სისხლის სამართალზე

 

 

ლილე მახარაძე ბათუმიდან

გამარჯობა ვცხოვრობ ბათუმში რაც შეხება თქვენს კითხვებს ვიტყვი რომ ძალიან მარტივი იყო. არ გამიჭირდა, არც მუშაობა და საკითხებიც არ იყო რთული. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, თუ იცი და ემზადებოდი რთული არაფერია. და ვინც ვერ მოემზადა ან არ მოემზადა, მათთვის ასე რომ ვთქვათ, რთულად ჩათვლიდნენ. აკაკი წერეთელის გამზრდელი ძალიან გამიხარდა, რომ ვიცოდი ეს საკითხი და დავწერე სწორად.  შემდეგი გამოცადა 6ში მაქვს .ვაპირებ ჩემი მომავალი სპეციალობა ინგლისური და სამართალი იყოს.

 

 

 

 

მანჩო საური თბილისიდან

გამოცდა იმდენად რთული არ იყო, როგორიც წარმომედგინა, რედაქტირება 10 წუთში მოვრჩი, ესე ეკოლოგიაზე იყო და მარტივად მომაფიქრდა არგუმენტები და კონტრარგუმენტები, პროგრამული და არაპროგრამული თემებიდან საბედნიეროდ ორივე ჩემთვის ნაცნობი საკითხი მოვიდა და არჩევანი იმაზე შევაჩერე რაც უფრო უკეთ ვიცოდი, პროგრამული დავწერე.

თვითონ ტესტში სირთულე არ იყო, ამიტომაც სამიდან არცერთი არ გამჭირვებია.

ესეს თეზისი რომ წავიკითხე, ძალიან გამიხარდა, ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე ძალიან ბევრი ინფორმაცია მქონდა, რაც დამეხმარა არგუმენტების მოფიქრებაში.

შემდეგი გამოცდა 8 ივლისს მაქვს ინგლისურში.

მედიცინის მიმართულებით გადავწყვიტე ჩაბარება დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე.

 

მარიამ ძირკვაძე თბილისიდან

გამოცდა პირადად ჩემთვის მარტივი იყო, კარგი თემაც მომივიდა დასაწერად და კარგი არგუმენტები მოვიყვანე ,არცერთი ნაწილი არ გამიჭირდა ყველა საკითხი დავწერე ვფიქრობ, საკმაოდ კარგად .ყველაზე მეტად გამიხარდა არასაპროგრამო თემად გურამ გეგეშიძის შურისძიება რომ მოვიდა,   შემდეგი გამოცდა კი 7ივლისს მაქვს ინგლისურ ენაში.

 

 

რუსო მგელაძე თბილისიდან

სამივე დავალება თავისი სირთულეებით იყო ,მაგრამ ვერ დავასახელებ რომელიმეს, რომელიც ძალიან გამიჭირდა. არგუმენტირებული ესე, რომლისაც ძალიან მეშინოდა, მაგრამ არ იყო ძნელი. შემდეგი გამოცდა 6ში მექნება სპეციალობად კი  ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია ავირჩიე.

 

ბაქარ ბანძელაძე- ქუთაისიდან

ესე ჩემთვის რთული არ აღმოჩნდა, თემა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებიდან იყო რასაც არ ველოდით თუმცა გამოცდის ეს ნაწილიც არ გამჭირვებია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ადვილი არ ყოფილა  საბოლო ჯამში კმაყოფილი ვარ, გრანტის იმედიც მაქვს რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ვაპირებ, რომ მენეჯმენტზე ჩავაბარო, ეკონომიკის განხრით.

 

გიორგი კუხალეიშვილი-ზუგდიდან

ესეს თემა იყო ამბიცია ადამიანს წარმატებისკენ უბიძგებს თუ ზედმეტი თავდაჯერებულობაა გასანალიზებელი იყო ილია ჭავჭავაძის პოემა მეფე დიმიტრი თავდადებული ან სამანიშვილის დედინაცვალი.

ვფიქრობ ნორმალურად დავწერე, რაც შეეხება გრანტს ვიმედოვნებ, რომ ავიღებ.

თაზო რევაზიშვილი-თბილისიდან

 

 

გამოცდა კარგად დავწერე,და მაღალ ქულასაც ვვარაუდობ,ადვილი ნამდვილად არ ყოფილა ,მაგრამ ვფიქრობ კარგად გავართ

ვი თავი.თემა რომ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებიდან მოვიდა ეს ცოტა

 გასაკვირი იყო ჩემთვის,გრანტზეც ვამყარებ იმედებს,რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს ვაპირებ სამ

ედიცინოზე ჩავაბარო.

 

 

 

მომზადებულია : Studyprogrammes.Ge მიერ